მნიშვნელოვანი სიახლეები
ადამიანის ტვინში  ფრუქტოზა გამომუშავდება

ადამიანის ტვინში ფრუქტოზა გამომუშავდება

ჯანის ჰუანგმა (Janice Hwang)  და მისმა კოლეგებმა იელის უნივერსიტეტიდან აღმოაჩინეს, რომ ადამიანის ტვინში გლუკოზა ფრუქტოზად გარდაიქმნება. ფრუქტოზა უბრალო შაქარია, რომელიც ხილში გვხვდება (აქედანაა სახელი). მისი უზომოდ მოხმარება ზრდის სისხლში შაქრის შემცველობას და ქრონიკულ დაავადებებს იწვევს.

ადრე იმავე ჯგუფის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფრუქტოზა და გლუკოზა ადამიანის ტვინზე სხვადასხვანაირად მოქმედებდნენ. მაგრამ უცნობი იყო ფრუქტოზა ტვინშივე წარმოიქმნებოდა თუ სისხლს მოჰქონდა. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მკვლევარები რვა სავსებით ჯანმრთელ ადამიანს ოთხი საათის განმავლობაში გლუკოზას აძლევდნენ. შემდეგ მათ მაგნიტო-რეზონანსული სპექტროსკოპიის მეშვეობით ტვინში გლუკოზის რაოდენობა გაზომეს. იმავდროულად სისხლში შაქრის შემცველობასაც ზომავდნენ.

 როგორც გაირკვა, გლუკოზის მიღების შედეგად ტვინში ფრუქტოზის რაოდენობამ იმატა, ხოლო სისხლში მისი შემცველობა თითქმის არ შეცვლილა. აქედან  მეცნიერებმა გააკეთეს დასკვნა, რომ ტვინში ფრუქტოზის ზრდაზე გლუკოზის ფრუქტოზად გარდაქმნის მეტაბოლური გზაა პასუხისმგებელი.

 ეს აღმოჩენა ახალ კითხვებს ბადებს. „ის ფაქტი, რომ ფრუქტოზა ტვინში მისი უშუალო მოხმარების ბრალი არაა, აჩვენებს, რომ ფრუქტოზას გენერირება შესაძლოა ჩვენს მიერ შეჭმული ნებისმიერი შაქრიდან მოხდეს, - ამბობს ჰუანგი. - ეს კი ფრუქტოზას ტვინზე ზემოქმედების შესახებ კითხვებს აჩენს“. როგორც ცნობილია გლუკოზა ტვინში  გაჯერების სიგნალს აგზავნის. როგორც ჩანს მას რაღაც სხვა ფუნქცია აბარია.