მნიშვნელოვანი სიახლეები
Adidas-ი რობოტების მიერ შეკერილ სპორტულ ფეხსაცმელს გამოუშვებს (+ვიდეო)

Adidas-ი რობოტების მიერ შეკერილ სპორტულ ფეხსაცმელს გამოუშვებს (+ვიდეო)

Adidas-ი გერმანიაში მდებარე მთლიანად რობოტიზირებულ ქარხანაში  სპორტული ფეხსაცმელის სერიას გამოუშვებენ.

როგორც იუწყებიან, Adidas-ის რობოტიზირებული ქარხანა სახელად Speedfactory, მზადაა სპორტული ფეხსაცმლის სერიული წარმოება დაიწყოს. სერიას AM4 (Adidas Made For) ეწოდება და 6 ქალაქში გაიყიდება - ლონდონში, პარიზში, ლოს-ანჟელესში, ნიუ-იორკსა, ტოკიოსა და შანჰაიში. თავიდან 19 და 26 ოქტომბერს სპორტულ ფეხსაცმელს ლონდონსა და პარიზში გამოიტანენ, ხოლო შემდეგ უკვე სხვა ქალაქებში. ამასთან ყოველ ქალაქს თავისი „საკუთარი“ მოდელი ექნება.

 Speedfactory-ში წარმოებული სპორტული ფეხსაცმლის პირველი მოდელი Futurecraft M.F.G. იყო, რომელიც სერიაში არ წასულა და არც ქსელში გაუტანიათ სავაჭროთ.

Adidas-ის მეორე რობოტიზირებული ქარხანა ატლანტაში (აშშ, ჯორჯიას შტატი) მდებარეობს. სულ მალე იქაც დაიწყება სპორტული ფეხსაცმლის სერიული წარმოება.