მნიშვნელოვანი სიახლეები
ამერიკელები 20 წლის შემდეგ გამრავლებისათვის სექსით აღარ დაკავდებიან

ამერიკელები 20 წლის შემდეგ გამრავლებისათვის სექსით აღარ დაკავდებიან

სტემფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ჰენკ გრილის განცხადებით უკვე 20 წლის შემდეგ ამერიკელები გამრავლებისათვის სექსით აღარ დაკავდებიან.

სტემფორდის ბიოლოგიისა და სამართლის ცენტრის დირექტორის თქმით 20-30 წლის შემდეგ განვითარებული ქვეყნების მოსახლეობას შეეძლება მშობლების დნმ-იდან ლაბორატორიაში შექმნილი ემბრიონებიდან სასურველი შვილი შეარჩიოს. ეს ახლაც ხდება, მაგრამ შეზღუდული რაოდენობით. სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკისათვის და ზოგჯერ სქესის შესარჩევადაც.

 პროფესორის მტკიცებით პროცესი გაცილებით იაფი გახდება და ფართოდ გავრცელდება. ახალი  ტექნოლოგია საშუალებას მისცემს წყვილებს, მათი კანის უჯრედებიდან შექმნილი ღეროვანი უჯრედებით, კვერცუჯრედი და სპერმა დამზადდეს.

  შედეგად მშობლები  მიღებული ემბრიონების გენეტიკურ დაავადებებზე სკრინინგს  შეძლებენ. ეს საშუალებას მისცემთ თავიდან აიცილონ მაგალითად გენი BRAC, რომელიც სარძევე ჯირყვლების კიბოს და ალცჰეიმერის დაავადების პროვოცირებას ახდენს.

 ამას გარდა, მშობლებს კოსმეტიკური ფუნქციების შერჩევაც შეეძლებათ, ისეთის როგორიცაა თვალებისა და თმის ფერი. უფრო მეტიც, ინტელექტის შერჩევაც შესაძლებელი გახდება.

რა თქმა უნდა დაავადებების ბოლომდე გამორიცხვა შეუძლებელი იქნება, მაგრამ მეცნიერება მომავალი ბავშვის ხასიათის  შერჩევაში დაგვეხმარება.  ასე მაგალითად, ექიმები იმის 60%-იან გარანტიას მოგცემენ, რომ ბავშვი როცა გაიზრდება  10-იანებზე ისწავლის. დაახლოებით ასე აღწერს სიტუაციას პროფესორი გრილი.

პროფესორი თავის პროგნოზს უტოპიად არ მიიჩნევს. ერთადერთი სერიოზული პრობლემა მისი აზრით მშობელთა დავა იქნება: „მამას შეიძლება 64-ე ემბრიონი მოსწონდეს, დედას კი 15-ე“.

 „რას აირჩევთ? დიაბეტის ცოტათი მეტ და შიზოფრენიის ნაკლებ რისკს თუ მუსიკალურ უნარებს მსხვილი ნაწლავის კიბოს მომეტებული რისკით?“, - მოჰყავს დილემის მაგალითი პროფესორს.

 პროფესორის ახსნით ესენი არ იქნებიან „დიზაინერული“ ბავშვები. „თქვენ ირჩევთ მხოლოდ ემბრიონს. ბავშვს ექნება მხოლოდ ის რაც აქვს ორ მშობელს“, - ამბობს იგი.

გრილი აღნიშნავს, რომ ეთიკური პრობლემები გაჩნდება მხოლოდ ოჯახის უსაფრთხოების, დაძალების,სამართლიანობის და სტრუქტურის გამო. მისი აზრით არცერთი ეს საფრთხე ამ პრაქტიკის განვითარებას ხელს ვერ შეუშლის.