მნიშვნელოვანი სიახლეები
ამერიკული ორბიტული თვითმფრინავი ორწლიანი ფრენის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა

ამერიკული ორბიტული თვითმფრინავი ორწლიანი ფრენის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა

ექსპერიმენტულმა ორბიტულმა თვითმფრინავმა X-37B-მა წარმატებით დაასრულა ორწლიანი უპილოტო ფრენა.

თვითმფრინავი 7 მაისს ფლორიდაში, კანავერალის კონცხზე იმ ასაფრენ ზოლზე დაეშვა, რომელიც კოსმოსური მაქოებისათვის იყო განკუთვნილი და ამ პროგრამის დახურვის შემდეგ აღარ გამოუყენებიათ.

თვითმფრინავი ორბიტაზე 2015 წლის მაისში იმავე კანავერალის კონცხიდან  რაკეტა-მატარებლის „ატლას-5“-ის მეშვეობით გაიყვანეს. სულ მან ორბიტაზე 700 დღე დაჰყო.

მისი გაშვების წინ საუბარი ახალი იონური ძრავის შესაქმნელად საჭირო ექსპერიმენტებს ეხებოდა, მაგრამ დაწვრილებითი ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.

X-37B-ისათვისამ კვლევების ფარგლებში ეს უკვე მეოთხზე, ყველაზე ხანგძლივი  ფრენაა.

ორბიტული თვითმფრინავი 1999 წელს შეიქმნა. მის გამოყენებას კოსმოსში თანამგზავრების სარემონტოდ აპირებდნენ, მაგრამ შემდგომ პროგრამა ამერიკულ სამხედრო საჰაერო ძალებს გადაეცა და საიდუმლო გახდა.