მნიშვნელოვანი სიახლეები
ამოცანა, რომელსაც სწორად სკოლადამთავრებულთა მხოლოდ 10% პასუხობს

ამოცანა, რომელსაც სწორად სკოლადამთავრებულთა მხოლოდ 10% პასუხობს

შეძლებთ კი უმარტივესი გეომეტრიული ამოცანის ამოხსნას, რომელიც მხოლოდ ყოველ მეათე სკოლადამთავრებულთ ხელეწიფებათ? მის ამოსახსნელად ინტეგრალები არ დაგჭირდებათ: მხოლოდ მცირედ უნდა დაფიქრთეთ და კიდევ უფრო მცირედ იანგარიშოთ.

გაზეთმა The Guardian-მაგამოაქვეყნა მათემატიკის გამოცდის დავალება, რომელიც სკოლის მოსწავლეებს გამოსაშვებ გამოცდებზე 16 ქვეყანაში მისცეს. როგორც წერენ მისი ამოხსნა მოსწავლეთა მხოლოდ 10%-მა შეძლო (შვედეთში რატომღაც მთელმა 24%-მა). მის ამოსახსნელად მათემატიკის მხოლოდ ის დონეა საკმარისი, რომელსაც  ჩემი თაობის ადამიანი (ანუ დიადი საბჭოეთის მომსწრე) 8 კლასამდე გადიოდა.

მოცემულია: ცილინდრი, რომელზეც მავთული ძალიან აკურატულად და თანაბრად დახვეული. მავთული ზუსტად ოთხჯერ შემოეხვია ცილინდრს. ცილინდრის სიგრძე 12 სანტიმეტრია, მისი განივკვეთის შემოწერილობა - 4 სანტიმეტრი. იპოვეთ მავთულის სიგრძე.

P.S. ვისი შვილიც დამოუკიდებლად ამოხსნის, მშობელმა ნაყინი უყიდოს.