მნიშვნელოვანი სიახლეები
ანტარქტიდა ხავსით სწრაფად იფარება

ანტარქტიდა ხავსით სწრაფად იფარება

ანტარქტიდა მწვანდება და გლობალური დათბობის გამო ხავსით იფარება. მეცნიერთა აზრით ყინულებით დაფარული კონტინენტის ლანდშაფტი  სწრაფად იცვლება, რაც მასშტაბურ შედეგებს მოიტანს.

 1950 წლიდან ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე ტემპერატურა ყოველ ათწლეულში ნახევარი გრადუსით მატულობდა - უფრო სწარფად, ვიდრე  მთლიანად პლანეტაზე. 1950 წელს რეგიონში ხავსის ზრდის ტემპი ნორმას ოთხ-ხუთჯერ სჭარბობდა.

ეს იმდენად სერიოზული საკითხია, რომ მეცნიერები 1950 წელს ახალი გეოლოგიური ეპოქის - ანტროპოცენის დასაწყისად მიჩნევის საკითხს განიხილავენ.

  სპეციალისტების პროგნოზით 2050 წელს წიაღისეული საწვავის ნაცარი და ბირთვული გამოცდების ნარჩენები მთიან ქანებში სამუდამოდ აღიბეჭდება და ამით პლანეტის გეოლოგიურ ისტორიაში კვალს დატოვებენ.

 მათ, ვისაც გლობალური დათბობის არ სჯერა, ანტარქტიდის და დედამიწის სხვა მოშორებული კუთხეების ეკოსისტემაში მიმდინარე ცვლილებების აღიარება მოუწევთ. დედამიწა უკვე რეაგირებს კლიმატის ანთროპოგენურ ცვლილებებზე.

 გასულ წელს სამხრეთ აფრიკაში, 35 საერთაშორისო გეოლოგიურ კონგრესზე  მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ დედამიწაზე ანთროპოცენი დამყარდება. ამ ტერმინით მოიხსენიებენ იმ გეოლოგიურ ეპოქას, რომელშიც ადამიანის აქტივობა პლანეტის ეკოსისტემაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

კონფერენციაზე ანთროპოცენის დასაწყისი გეოლოგიური მეცნიერების საერთაშორისო კავშირთან შეათანხმეს. ახლა უკვე 1950 წელი სკოლის სახელმძღვანელოებში ახალი გეოლოგიური ეპოქის საწყის თარიღად შევა.