მნიშვნელოვანი სიახლეები
Apple-მა თავისი ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია წარმოადგინა

Apple-მა თავისი ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია წარმოადგინა

კომპანია Apple-მა თავისი ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია - iOS 11 წარმოადგინა. ის მომხმარებლისათვის ამ შემოდგომაზე იქნება ხელმისაწვდომი. მისი მეშვეობით მესენჯერით ფულის გადაგზავნა, ფაილების მარტივად მართვა და დისკზე ადგილის ეკონომია იქნება შესაძლებელი.

 iOS 11-ის პრეზენტაცია სან-ხოსეში დამპროექტებელთა მსოფლიო კონფერენციაზე (WWDC) შედგა.

ყველაზე დიდი განხილვა ფაილების მენეჯერმა გამოიწვია. ეს ცვლილება შეიძლება რადიკალურად მივიჩნიოთ, ვინაიდანiOS-ის წინა ვერსიებში ფაილების ცენტრალიზებული მენეჯმენტი, ისევე როგორც  Windows-ში არ არსებობდა და მომხმარებელი სხვადასხვა აპლიკაციებით სარგებლობდა.

ახლა მომხმარებლებს ფაილების მართვა ხელით შეეძლება.

აპლიკაცია iMessage-რი ახლა მოწყობილობებს შორის  შეტყობინებების სინქრონიზაციას ახდენს და მონაცემთა დაშიფრვა შეუძლია. ახალი მოწყობილობიდან შესვლის დროს  ყველა შეტყობინება და გამოსახულება „ღრუბლიდან“ იტვირთება, ხოლო თუკი მიღებულ შეტყობინებას წავშლით , იგი ყველგან იშლება.

ამას გარდა  iMessage-რიდან შეიძლება ფულის გადახდა. ამის რეალიზება სისტემა Apple Pay-ს მეშვეობით ხდება.

 ასევე გაუმჯობესებულია პერსონალური ასისტენტი Siri - მან ხმოვანი ფრაზების  მისთვის ცნობილ თითქმის ყველა ენაზე თარგმნა ისწავლა. სადღეისოდ Siri-მ იცის ინგლისური, ჩინური, ფრანგული, გერმანული და იტალიური.

ამას გარდა ახალ სისტემაში ყველა საბაზო აპლიკაციის ინტერფეისი გამარტივდა. მართვის პუნქტი ახლა ორის ნაცვლად ერთ ეკრანზეა განთავსებული. ასევე გაუმჯობესდა ფოტოების და რუკების დასამუშავებელი პროგრამები.

ახალი  iOS-ი შემოდგომაზე გამოვა.