მნიშვნელოვანი სიახლეები
Apple MacBook-ის, iPhone-ის და iPad-ის შეჯვარებას აპირებს

Apple MacBook-ის, iPhone-ის და iPad-ის შეჯვარებას აპირებს

აშშ-ს პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყებამ (USPTO) კომპანია Apple-ს პატენტი დაარეგისტრირა, რომელიც სმარტფონისა და პლანშეტის ნოუთბუქად ინტეგრაციას გულისხმობს.

Apple-მა  საინტერესო იდეა წარადგინა, რომლის რეალიზაცია საკმაოდ უცნაური ჩანს. ამჯერად კომპანია MacBook-ის ნოუთბუქის,iPhone-ს სმარტფონის და iPad-ის პლანშეტის ფიზიკური ინტეგრაციის გზით გაერთიანებას გეგმავს. ახლა ბევრი კომპანია უშვებს სხვადასხვა „ტრანსფორმერებს“, მაგრამ Apple-მა რაღაც განსხვავებული მოიფიქრა.

 საპატენტო განაცხადის მიხედვით, ახალ ხელსაწყოში საკვანძო ელემენტი MacBook-ი იქნება, რომელსაც არასტანდარტული სპეციფიკაციები ექნება. იგი ალუმინის კორპუსში ელექტრონული აქსესუარის სახით წარმოგვიდგება და მასთან მიერთებული სმარტფონი თაჩპადის  ფუნქციას შეასრულებს, ხოლო პლანშეტი კი ეკრანის ფუნქციას. სავარაუდოთ დამოუკიდებლად მუშაობას იგი ვერ შეძლებს.

 ახალი გაჯეტი iPhone-სა და iPad-ისათვის მხოლოდ დოკ-სადგური არ იქნება - პატენტი ფუნქციონალურობის გასაზრდელად მოდულების მეხსიერებებს გამოიყენებს. სმარტფონი თაჩპადის გარდა ვიბროზარის მეშვეობით უკუ კავშირსაც განახორციელებს, ხოლო პლანშეტი ნოუთბუქის სენსორული დისპლეით უზრუნველყოფს.