მნიშვნელოვანი სიახლეები
არქტიკულ ფსკერზე არსებული მეთანის ბუშტები სადაცაა გასკდება

არქტიკულ ფსკერზე არსებული მეთანის ბუშტები სადაცაა გასკდება

ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის ფსკერზე ყინულებს ქვეშ თხევადი და მყარი მეთანი დევს. ტემპერატურის უმნიშვნელო მომატებაც კი საკმარისია, რომ ყინული გადნეს და აირი ზედაპირზე ამოვიდეს.

სპეციალისტები აქ ყოველ წელს მოდიან და ყოველ წელს შიშობენ ამ წყალქვეშა ბორცვებიდან ერთ-ერთზე კრატერი აღმოაჩინონ. იმის ალბათობა, რომ კრატერები ერთხელაც გაჩნდებიან, ძალიან დიდია.  მით უფრო, რომ ამგვარი რამ უკვე ნაპოვნია, ოღონდ იგი 12 000 წლის წინანდელ დათბობასთან არის დაკავშირებული.

აქ ყინულებს ქვეშ თხევადი ბუნებრივი აირი და მისი ნახევრადმყარი სუბმოლეკულური წყალნაერთია (მეთანის ჰიდრატი). ტექნიკურად ბორცვები ეს ბორცვები კი არა,  გაყინული რელიეფის განსაკუთრებული ფორმებია, რომელიც ტემპერატურისა და წნევის არათანაბარი გადანაწილების გამო წარმოიქმნენ. ადრე მსგავს წარმონაქმნებს მხოლოდ ხმელეთზე, მუდმივი მზრალობის ზონაში  პოულობდნენ. ოკეანის ფსკერის მათემატიკური მოდელის დახმარებით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ აირი აქ ნახშირწყალბადებით მდიდარი ოკეანისქვეშა ქანებიდან მოხვდა.

ყინულის ქერქი როდის გასკდება და მეთანი ოკეანის წყალში როდის შეერევა ძნელი სათქმელია.  ეს გარეშე ტემპერატურის მატებისას ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. თხევადი წყლისგან მეთანს 20 მეტრი ყინული და 390 მეტრიანი ოკეანის წყლის ფენა აშორებს. როცა მეთანი ამოხეთქავს, მის ადგილას ბორცვებზე კრატერები დარჩება. გამონთავისუფლებული აირის რაოდენობის შეფასება ძნელია.