მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-ში კიბოსთან ბრძოლის გენური თერაპიის სახეობა პირველად დაუშვეს

აშშ-ში კიბოსთან ბრძოლის გენური თერაპიის სახეობა პირველად დაუშვეს

აშშ-ს საკვები პროდუქტებისა და სამკურნალო პრეპარატების ხარისხის კონტროლის სამმართველომ (FDA) კიბოს მკურნალობის ახალი კურსი მოიწონა, რომლის დროსაც პაციენტის გენურად მოდიფიცირებული სისხლის უჯრედები გამოიყენება.

 ეს უჯრედები პაციენტის იმუნურ სისტემას ააქტიურებენ, რათა მათ კიბოს უჯრედები გაანადგურონ.FDA-ს წარმომადგენლებმა ეს ისტორიულ მომენტად აღიარეს და დაუმატეს, რომ მედიცინა ახალ დონეზე გავიდა.

 კომპანია Novartis-ის მიერ წარმოდგენილი მკურნალობის კურსის ღირებულება 475 ათას დოლარს შეადგენს. კურსის გავლის შემდეგ პაციენტების 83% სისხლის კიბოს ერთ-ერთი ფორმისგან სავსებით განიკურნენ.

 ეს „ცოცხალი წამალი“ ყოველი პაციენტისათვის ინდივიდუალურად მზადდება. ასეთი მიდგომა სავსებით განსხვავდება როგორც ქირურგიული, ისე ქიმიოთერაპიით მკურნალობისგან

 ტექნოლოგიას სახელად CAR-T ეწოდება და  პაციენტის სისხლიდან იმუნური სისტემის უჯრედების ამოღებით ხორციელდება. შემდგომ ამ უჯრედებს - T-ლიმფოციტებს გენეტიკურად გადააპროგრამებენ რათა მათ კიბოს უჯრედები აღმოაჩინონ და გაანადგურონ. გადაპროგრამირების შემდეგ ლიმფოციტებს პაციენტის სხეულში აბრუნებენ, სადაც მათი რიცხვი კიბოს უჯრედებთან ყოველი შეხვედრის შემდეგ მატულობს.