მნიშვნელოვანი სიახლეები
ასტეროიდის დახმარებით მარსი სიცოცხლისათვის გამოსადეგი გახდება

ასტეროიდის დახმარებით მარსი სიცოცხლისათვის გამოსადეგი გახდება

შესაძლებელია თუ არა მარსზე პირველი კოსმოსური ტურისტების ყოფნა უფრო კომფორტული გავხადოთ? აშშ-ს მკვლევართა ჯგუფმა გადაწყვიტა მარსზე სასმელი წყლით სავსე ტბა შექმნას. ამისათვის საჭიროა მარსზე რომელიმე პატარა ზომის ასტეროიდი ჩამოვარდეს.

ამას წინათ შემოთავაზებულმა, მარსზე კლიმატის შეცვლის კონცეფციამ სახელად  Mars Terraformer Transfer (MATT) მიიღო. იგი 2036 წელს მარსის ზედაპირზე მუდმივად ფუნქციონირებადი ტბის შექმნას გულისხმობს.

ამას წინათ წარმოდგენილი, წითელი პლანეტსი კლიმატის შეცვლის კონცეფციამსახელად

 ამ სცენარში მთავარ როლს მკვლევარები თანამგზავრ Shepherd-ს ანიჭებენ. მან წითელ პლანეტას ასტეროიდი (ანდა სხვა რომელიმე მცირე ზომის ციური სხეული) უნდა „ესროლოს“. შეჯახების შედეგად წარმოიქმნება კრატერი, რომელიც მიწისქვეშა ყინულის დნობით მიღებული წყლით გაივსება. ამ იდეის ავტორების აზრით წარმოქმნილი ტბა რამდენიმე ათას წელს გაძლებს.

თუკი ყველაფერი წარმატებით დასრულდა, მაშინ ტბის ნაპირას პირველი მარსელების დასახლება შეიძლება აიგოს.

MATT-ის შემქმნელებმა თავიანთი წინადადება უკვე დააპატენტეს. მათი აზრით  მინიმუმ 6 ამერიკულ კომპანიას შეუძლია Shepherd-ის მისიის შესრულება. ამისათვის მათ უკვე არსებული აპარატული უზრუნველყოფის გამოყენება შეუძლია.