მნიშვნელოვანი სიახლეები
ასტროფიზიკოსებმა გაზის გიგანტის თანამგზავრები და მისი სარტყელები მუსიკად გადააქციეს (+ვიდეო)

ასტროფიზიკოსებმა გაზის გიგანტის თანამგზავრები და მისი სარტყელები მუსიკად გადააქციეს (+ვიდეო)

კასინის კოსმოსური ხომალდიდან სატურნი, თავის მრავალ ბუნებრივ თანამგზავრთან ერთად, მდუმარებით მოცული ჩანს კოსმოსის უსასრულო სივრცეში.

მაგრამ ექსპერტთა თქმით მთელს მზის სიტემაში ათობით ბუნებრივი თანამგზავრით და გარშემორტყმული სარტყელებით სატურნს ყველაზე დიდი როზონანსის ქვეშ მოქცეულ პლანეტად ამყოფებს.

პლანეტის გარშემო მბრუნავი საგნების ორბიტალური მოძრაობის მიხედვით ასტროფიზიკოსების ჯგუფმა სატურნის „საუნტრეკი“ შექმნეს, რომლებმაც გამოამჟღავნეს დამალული ნოტები და რიტმი ისეთ სიხშირეზე, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანის ყურით ვერ აღიქვება.

NASA-ს კასინის მისიის დასრულებამდე  ორი კვირით ადრე  სატურნის გასაოცარი სიმღერა  გამოვიდა. ეს კოსმოსური ხომალდი პლანეტას 13 წლის განმავლობაში სწავლობდა.

ამ ისტორიული მისიისისთვის კანადის თეორეტიკული ასტროფიზიკის ინსტიტუტმა  სატურნის თანამგზავრთა და სარტყელთა ორი მუსიკალური ნაწარმოები შექმნა.

ეს არის ფენომენი, რომელსაც ორბიტალურ რეზონანს ეძახიან, სადაც ორი საგანი სხვადასხვა სახის ორბიტებით ერთდროულად მოძრაობს, რაც საშუალებას აძლევს ერთად გაჩერდნენ ერთი და იგივე საწყის კონფიგურაციაში. საგნები ამ განმეორებით ციკლში იმყოფებიან, ისინი განიცდიან რიტმულ გრავიტაციულ მიზიდულობებს, რომელიც შემდგომ შეიძლება მუსიკალურ ჰარმონიად გარდაქმნას.

„სადაც არის რეზონანსი იქ არის მუსიკა, მთელ მზის სისტემაში არც ერთ ადგილი არაა სავსე რეზონანსით, ისე როგორც სატურნი,“ თქვა ასტროფიზიკოსმა მათ როსმა.

იმისთვის, რომ ეს მუსიკა ადამიანისთვის გასაგები ყოფილიყო, მასზე მომუშავე გუნდმა ორბიტალური რეზონანსი 27 ოქტავით აწიეს.

„ესაა მუსიკა, სადაც შეგიძლიათ მოისმინოთ თუ როგორ ასრულებს სატურნის მეხუთე თანამგზავრი რეა მთავარ აკორდს, რომელსაც მოსდევს სატურნის ყველაზე დიდი მთვარის,  ტიტანის შემოსვლა“, თქვა როსმა.

ამ თანამგზავრებისა პირველ სიმღერის გარდა თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ კასინის გამოსვლაც, როცა მან სატურნის სარტყელებს გადაუფრინდა და საბოლოოდ გამოვიდა მისი სივრციდან - ამ ფინალის შთაგონების წყარო ბიტლზის „A Day in the Life”-გახდა.

სატურნის მეორე მუსიკალური ნაწარმოები მეცნიერებმა ორი პატარა თანამგზავრის, იანუსისა და ეპიმეთეის მიხედვითა შექმნეს - ესაა ორი პატარა მთვარე, რომელიც სატურნის მთავარი სარტყელთა მიღმა ერთ ორბიტაზე მოძრაობენ.