მნიშვნელოვანი სიახლეები
Audi ავტომობილების სახურავებზე მზის პანელებს დაამაგრებს

Audi ავტომობილების სახურავებზე მზის პანელებს დაამაგრებს

Audi თავისი ავტომობილების პანორამულ გამჭვირვალე სახურავებზე მზის პანელების დამაგრებას აპირებს. პირველი პროტოტიპები უკვე წლის ბოლოსათვის გამოჩნდებიან.

Audi ამ პროექტს Alta Devices-თან ერთად ანხორციელებს. ეს კომპანია Hanergy-ს შვილობილი კომპანიაა და თხელ და დრეკად მზის პანელებს ამზადებს. ამჯერად მზის ფოტოელექტრული ელემენტები  ე.წ. „მზის სახურავებზე“ განლაგდება, რომლებიც კომპანიის თანამედროვე ავტომობილებში დამატებითი ოპციაა. მომავალში Audi მზის ბატარეებით მთელი სახურავის დაფარვას აპირებს.

თავდაპირველად მზის პანელების მიერ გამომუშავებული ენერგია კონდიცირებასა და სავარძლების გასათბობად დაიხარჯება. მომავალში კი Audi ამ ენერგიით ძალოვანი აკუმულატორების დატენვაზეც ფიქრობს.

 Audi და Alta Devices-ის ერთობლივი ნამუშევარი წლის ბოლოს გამოჩნდება, მაგრამ როდის გამოიყენებენ მას სერიულ ავტომობილებზე ჯერ უცნობია.