მნიშვნელოვანი სიახლეები
ავიაკომპანია EasyJet-ს ელექტრობატარეებზე მომუშავე თვითმფრინავის შექმნა სურს

ავიაკომპანია EasyJet-ს ელექტრობატარეებზე მომუშავე თვითმფრინავის შექმნა სურს

ბრიტანულმა ლოუკოსტერმა EasyJet-მა განაცხადა, რომ  ელექტროაკუმულიატორზე მომუშავე თვითმფრინავის შექმნას გეგმავს.

კომპანია ამ ახალი თვითმფრინავის გამოყენებას უახლოეს 10-20 წლის განმავლობაში მოკლე მანძილებზე აპირებს.

საპილოტე მოდელს ამერიკული კომპანია Wright Electric დაამზადებს, რომელსაც უკვე შექმნილი აქვს ორადგილიანი ელექტრო თვითმფრინავი.

კომპანიის განცხადებით, ახალი, დიდი ტევადობის თვითმფრინავი 335  მილის (540 კმ) მანძილზე იფრენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება ისეთ მარშრუტებზე, როგორიცაა ლონდონი-პარიზი, ბრიუსელი, ამსტერდამი, კიოლნი, გლაზგო და ედინბურგი. თვითმფრინავი სავარაუდოთ 220 ადგილიანი იქნება.

 Wright Electric-ი ახალი კომპანიაა, რომელიც აშშ-ში 2016 წელს შეიქმნა. მისი ხელმძღვანელობის განცხადებით EasyJet-ის მხარდაჭერა ენერგოდაგროვების ახალი, უფრო მსუბუქი სისტემების შექმნის საქმეში კომპანიის გეგმების დიდ აღიარებაზე მიუთითებს.

 Wright Electric-ის განცხადებით თუკი ისინი ამას შეძლებენ, ეს კიდევ უფრო შეამცირებს  ჰაერში მავნე გამონაბოლქვების რაოდენობას და უფრო ჩუმი ავიატრანსპორტის შექმნას შეუწყობს ხელს. ამას გარდა  ძრავები თვითმფრინავის ფრთების ქვეშ კი აღარ იქნებიან განლაგებულები, არამედ უშუალოდ ფრთებზე, რაც თვითმფრინავების აეროდინამიკურ მახასიათებლებს გააუმჯობესებს და ჰაერის წინააღმდეგობას შეამცირებს.