მნიშვნელოვანი სიახლეები
ახალი კვლევების მიხედვით მარსს სავარაუდოთ ერთი დიდი თანამგზავრი ჰქონდა

ახალი კვლევების მიხედვით მარსს სავარაუდოთ ერთი დიდი თანამგზავრი ჰქონდა

პერდიუს უნივერსიტეტის ასპირანტის მიერ შექმნილი მათემატიკური მოდელის მიხედვით ოდესღაც მარსს ორი პატარის მაგივრად, ერთი დიდი თანამგზავრი ჰქონდა, რომელიც რამდენჯერმე გადაიქცა პლანეტარულ რგოლად და პირიქით. იგი თანდათან კარგავდა მასას და ქუცმაცდებოდა.

 მზის სისტემაში ჩვენი წითელი მეზობლის გარშემო ორი მცირე ზომის თანამგზავრი მოძრაობს - ფობოსი და დეიმოსი. მიუხედავად მათი სიმცირისა, ისინი მარსის შესახებ გასაოცარ ინფორმაციას იძლევიან.

 ჩვენი მთვარე დედამიწის და დიდი ზომის ციური სხეულის შეჯახების შედეგად 4,5 მილიარდი წლის წინათ წარმოიქმნა. ჯერ სატურნის მსგავსი პლანეტარული რგოლი შეიქმნა, რომელიც შემდეგ ერთ მკვრივ სხეულად შეიკრა. სავარაუდოთ თავის დროზე მარსსაც მსგავსი რამ შეემთხვა.

„ჩემი არგუმენტის მიხედვით ფობოსი მძლავრი შეჯახების შედეგად არ წარმოშობილა. რაღაც შეეჯახა წითელ პლანეტას და დიდი ზომის თანამგზავრი წარმოიქმნა, რომელიც შემდეგ ნაწილებად დაიშალა“, - ამბობს კვლევის ავტორი ენდრიუ ჰესელბროკი. სხვა სიტყვებით  რომ ვთქვათ, მარსს დიდი ხნის წინათ დიდი თანამგზავრი ჰყავდა, რომელიც დაიშალა და რგოლების სისტემად გადაიქცა. დროთა განმავლობაში გრავიტაციის შედეგად  რგოლები იკუმშებოდა და კვლავ ირღვეოდა. ბოლოს და ბოლოს მისგან მხოლოდ ორი პატარა თანამგზავრი ფობოსი და დეიმოსიღა დარჩა. ასტრონომების თქმით ფობოსი კვლავ განაგრძობს დაშლას.

 ჰესელბროკის მოდელის მიხედვით მარსის მთელი ისტორიის მანძილზე „რგოლი-თანამგზავრის“ 3-დან 7-მდე ციკლი განხორციელდა. ფობოსის მაგალითის მიხედვით თანამგზავრის 80%  მარსზე დაილექა, ხოლო 20%-მა 70 მილიონი წლის წინათ ახალი თანამგზავრი წარმოშვა.

რაც შეეხება მეორე თანამგზავრს - დეიმოსს, არსებობს სინქრონული ორბიტა (მარსის ექვსმაგი რადიუსის ტოლი), რომელზეც პლანეტის სიჩქარე და გრავიტაცია ნებისმიერ თანამგზავრს სტაბილურ მდგომარეობაში შეინარჩუნებს, ისე რომ არც დაუახლოვდეს და არც დაშორდეს მარსს. დეიმოსი ამ წერტილის გარეთ იმყოფება, ამიტომაც იგი ნელნელა შორდება მარსს. ფობოსს ასეთი საფრთხე არ ემუქრება.

 სადღეისდო ჰესელბროკის თეორიის დადასტურება შეუძლებელია. თუ იგი მართლაც ჭეშმარიტია, მაშინ მარსის ზედაპირზე თანამგზავრული ქანების კვალი უნდა აღმოჩნდეს. ეს ქანები პლანეტაზე დიდი ხნის მანძილზე ილექებოდა და გარკვეულ გავლენას ახდენდნენ იქ მიმდინარე გეოლოგიურ პროცესებზე.