მნიშვნელოვანი სიახლეები
ბალიში რომელიც ავტომატურად ცივდება (+ვიდეო)

ბალიში რომელიც ავტომატურად ცივდება (+ვიდეო)

ფრანგულმა სტარტაპმა შექმნა მოწყობილობა სახელად "Moona", რომელიც ძილის დროს ბალიშის ტემპერატურის რეგულირებას ახერხებს.

Moona - ეს "ჭკვიანი" სისტემაა, რომელიც ძილის სტიმულირებას ახდენს და მას უფრო ღრმას ხდის. როგორც კომპანიაში აცხადებენ ღამით ჩვენს სხეულს სხვადასხვა ტემპერატურა ესაჭიროება: მოწყობილომა მომხმარებლის ძილის მოდელს საზღვრავს და ტემპერატურას არეგულირებს.

 დანადგარი შედეგება  საწოლთან მაგიდაზე მდებარე ბლოკისგან, რომელიც გარემოს აკვირდება და ტემპერატურას არეგულირებს. მისგან ბალიშიკენ მიემართება გაყვანილობა, რომელშიც წყალი ცირკულირებს. გადამწოდები და სპეციალური სადებები ბალიშისპირშია განთავსებული.

 როგორც ირკვევა ძილის წინ სხეულის და განსაკუთრებით თავის ტემპერატურა ცოტა დაბალი უნდა იყო, მაგრამ დილისაკენ სხეულს შეთბობა ესაჭიროება, რათა გაღვიძება უფრო მსუბუქი იყოს.

მანქანური სწავლების ტექნოლოგიის დახმარებით Moona დროთა განმავლობაში მომხმარებლის ტემპერატურულ პროფილს ადგენს. სისტემა აგროვებს ინფორმაციას გადამწოდების მეშვეობით, ამუშავებს და ღამის განმავლობაში არეგულირებს მას.