მნიშვნელოვანი სიახლეები
ბაქტერიები, რომლებიც წვიმას იწვევენ

ბაქტერიები, რომლებიც წვიმას იწვევენ

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერიები, რომლებიც წვიმას იწვევენ.

როგორც ცნობილია, ბაქტერიები ყველგანაა - ადამიანის ნაწლავებში და ნებისმიერ ზედაპირზე, ჩვენს კანზე და ცაშიც კი. წყლის ორთქლთან ერთად ღრუბლებში ცოცხალი ბაქტერიებიც ბინადრობენ. ზოგიერთ ამ ბაქტერიას  სუპერშესაძლებლობები გააჩნია. მათ შეუძლიათ  წყალი ყინულად აქციონ და წვიმა გამოიწვიონ. როგორ ხდება ეს?

 წვილის გამომწვევ ბაქტერიებს Pseudomonas Syringaeეწოდებათ. ერთ კუბურ მეტრ ღრუბელში 300-დან 30 000 მიკრობია. მათ შორისაა Pseudomonas Syringae-ც. ამ ბაქტერიას ძალიან უცნაური თვისება აქვს: შედარებით მაღალ ტემპერატურაზეც კი შეუძლია წყალი ყინულად აქციოს. იგი რამდენიმე ათწლეულის წინათ აღმოაჩინეს და მისი გამოზრდა ხელოვნურ პირობებში ძალიან ადვილია. სწორედ ამიტომ იგი ნებისმიერი სათხილამურო კურორტისათვის შეუცვლელი ატრიბუტია.

 ეს ბაქტერია გამოიმუშავებს ცილებს, რომლებიც მის ზედაპირზე ორგანიზებულად ლაგდებიან. როცა ამ ცილებთან წყლის მოლეკულები ახლოვდება, ქიმიური რეაქციის ხარჯზე ისინიც ამ ცილების ბადის მიხედვით ლაგდებიან და ამ მკაცრი პოზიციონირების გამო იყინებიან. ეს ქიმიურ-ბიოლოგიური გაყინული ბირთვი სულ უფრო მეტ წყალს იზიდავს და სულ უფრო მძიმე და მასიური ხდება. ერთხელაც იგი წონის გამო ღრუბელში ვეღარ მაგრდება და მიწაზე ცვივა. შემდეგ ყველაფერი უკვე მიწაზე არსებულ ტემპერატურაზეა დამოკიდებული: ან თოვლი წამოვა ანდა წვიმა.

 თეორიულად ამ მეთოდით გვალვის დროსაც შეიძლება გაწვიმდეს. მაინც რას აკეთებს Pseudomonas Syringaeღრუბლებში, როცა მისი განსახლების ადგილი მცენარის ფოთლებია? ამის გასარკვევად მეცნიერები მეტეოზონდების და თვითმფრინავების მეშვეობით ნიმუშების აღებას აპირებენ. არაა გამორიცხული, რომ ბაქტერიის ამგვარი ქცევა გავრცელების არეალის გაფართოებასთან იყოს დაკავშირებული.