მნიშვნელოვანი სიახლეები
ბავშვის სქესი ორსული დედის იმუნიტეტზე მოქმედებს

ბავშვის სქესი ორსული დედის იმუნიტეტზე მოქმედებს

ნაპოვნია მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ბავშვის სქესის გავლენას ორსული დედის იმუნურ რექაციაზე.

ოჰაიოს შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ვექსნერის სამედიცინო ცენტრი 80 ორსული ქალის მდგომარეობას ფეხმძიმობის მთელი დროის განვალობაში აკვირდებოდა. მეცნიერებს აინტერესებდათ ნაყოფის სქესი მოქმედებს თუ არა იმუნურ მარკერებზე, რომელთაც ციტოკინებს უწოდებენ.  

„ჩვენ სისხლში ციტოკინების დონეებს შორის სხვაობა ვერ შევამჩნიეთ, მაგრამ გოგონების დედების იმუნური უჯრედები ბაქტერიების მოქმედებისას უფრო მეტ ანთებით ციტოკინებს გამოიმუშავებდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გოგონების მომავალ დედებს უფრო მაღალი ანთებითი რეაქცია აქვთ, ვიდრე ბიჭების მომავალ დედებს“, - ამბობს ამანდა მიტჩელი, კვლევის ხელმძღვანელი.

 ანთება იმუნურ რეაქციაში დიდ როლს თამაშობს. იგი პასუხისმგებელია ჭრილობების შეხორცებაზე, ასევე ვირუსებზე, ბაქტერიებზე და ქრონიკულ დაავადებებზე. ამის მიუხედავად ზედმეტი ანთება სტრესზე მოქმედებს და შეუძლია დაავადებასთან დაკავშირებული სიმპტომები გააძლიეროს, მაგალითად ისეთები როგორიცა სახსრების ტკივილი და დაღლილობა.