მნიშვნელოვანი სიახლეები
ბნელი დინება: რა ერეკება გალაქტიკებს ხილული სამყაროს ნაპირისკენ? (+ვიდეო)

ბნელი დინება: რა ერეკება გალაქტიკებს ხილული სამყაროს ნაპირისკენ? (+ვიდეო)

რელიქტური გამოსხივების შესწავლისას  ასტროფიზიკოსებმა  ყურადღება გალაქტიკათა ნაწილის ადამიანის მიერ შეცნობილი სამყაროს საზღვრებისკენ მოძრაობას მიაქციეს. მაინც რა ძალა შეიძლება იყოს ამგვარი გრანდიოზული მიგრაციის მიზეზი?

 თქვენთვის ცნობილია, რომ სამყარო მუდმივ მოძრაობაშია. დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს, ჩვენი სისტემა ირმის ნახტომის სხვა სისტემებთან ერთად მოძრაობს. ირმის ნახრომი კი თავის მხრივ გალაქტიკათა კიდევ უფრო დიდი გროვისკენ მოძრაობს. გალაქტიკათა კლასტერები სამყაროს გაფართოების და კვალად ერთმანეთს შორდებიან. Hubble Flow-ს თეორიის თანახმად, ობიექტები ერთნაირი სიჩქარით და სხვადასხვა მიმართულებით  უნდა შორდებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ რელიქტური გამოსხივების (უძველესი კოსმოსური გამოსხივება, რომელიც ჯერ კიდევ დიდი აფეთქების დროიდან შემორჩა) რუკების შესწავლისას ასტროფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ  ზოგიერთი გალაქტიკები მიემართებიან იმ წერტილისკენ, რომელიც ხილული სამყაროს იქით მდებარეობს. ასტროფიზიკოსებმა ამ მოვლენას „ბნელი დინება“ უწოდეს.

 დღეისათვის სამეცნიერო სამყაროში მრავალრიცხოვანი დებატები იმართება იმის შესახებ, არსებობს თუ არა ეს მოვლენა სინამდვილეში და რა შეიძლება იყოს მისი მიზეზი. ამ დროისათვის ეს ფენომენი არც დადასტურებული და არც საბოლოოდ უარყოფილი არ არის.  რაც შეეხება ბნელი დინების პოტენციურ  წყაროს, ძირითადი ჰიპოთეზა შემდეგში მდგომარეობს: სამყაროს არსებობის დასაწყისშივე, როცა ის ჯერ კიდევ ძლიერ შეკუმშულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაღაც კოსმოსურმა მასამ მის სტრუქტურაზე ძლიერი ზეგავლენა იქონია. მისი ნაწილი დღემდე შენარჩუნებულია. სწორედ ეს ძალის ნარჩენი ექაჩება გალაქტიკებს ხილული სამყაროს კიდის  გადაღმა. გაუშვი ეს ყველაფერი თეორია იყოს, მაგრამ ისევე როგორც ასტროფიზიკის ბევრი ასპექტი, ამგვარი ფენომენის მარტოოდენ არსებობაც კი რაღაც მიმზიდველ საოცრებას წააგავს.