მნიშვნელოვანი სიახლეები
ბრიტანელმა მეცნიერებმა ლაბორატორიული სისხლის მასიური წარმოება დაიწყეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა ლაბორატორიული სისხლის მასიური წარმოება დაიწყეს

ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს სისხლის გადასხმის და ტრანსპლანტოლოგიის ეროვნულ სამმართველოსთან (NHS) ერთად დონორის სისხლის მასობრივი წარმოების მეთოდი შექმნეს. ამისათვის მათ  ღეროვანი უჯრედების თვისებებზე დაყრდნობით დონორული ერიტროციტები გამოიყენეს.

ამის მიუხედავად „ცოცხალ“ დონორის სისხლზე უარის თქმა ჯერ ნაადრევია. მეცნიერებმა შეძლეს ღეროვანი უჯრედები უკვდავები გაეხადათ და მათ ბაზაზე განუსაზღვრელი რაოდენობის ერითროციტები მიიღეს.

 სისხლის წითელი ნაწილაკების მიღება ლაბორატორიაში ადრეც შეიძლებოდა, თუკი ღეროვანი უჯრედების უნივერსალობას გამოვიყენებდით. მათი დაპროგრამებით და შეცვლით ყველანაირი უჯრედოვანი სტრუქტურის მიღება შეიძლება. მაგრამ მეცნიერთა წინ მასშტაბირების პრობლემა იდგა.

პრობლემა იმაში მდგომარეობა, რომ ერთ ღეროვან უჯრედს დაახლოებით 50 ათასჯერ შეუძლია გამრავლება, რის  შემდეგაც იგი „იღლება“ და წყვეტს გამრავლებას. შედარებისათვის: სტანდარტული დონორული სისხლის ტომსიკა, რომელსაც სისხლის გადასხმისათვის იყენებენ, ტრილიონამდე ერიტროციტს შეიცავს.

 ბრისტოლელი მეცნიერების მიღწევა ღეროვანი უჯრედების განვითარების საწყის სტადიაზე ხელოვნურ გაჩერებაში მდგომარეობს - როცა უჯრედებს განუსაზღვრელი რაოდენობით შეუძლიათ გამრავლება. ამით  მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედები ტექნიკურად  უკვდავები გახადეს. ახლა უკვე მასიური წარმოებისათვის საჭირო ერიტროციტების მიღება შესაძლებელი გახდა.

 ეს დიდ მიღწევად ითვლება, ვინაიდან ზოგიერთ ადამიანს იმდენად იშვიათი თვისებების სისხლი აქვს, რომ მისთვის დონორის შერჩევა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ეს ინოვაციური მეთოდი პირველ რიგში სწორედ მათ დაეხმარებათ.