მნიშვნელოვანი სიახლეები
ბრიტანელმა რკინის კაცის მუშა კოსტუმი შექმნა (+ვიდეო)

ბრიტანელმა რკინის კაცის მუშა კოსტუმი შექმნა (+ვიდეო)

ბრიტანულმა სტარტაპმა Gravity Industries-მა ფუნქციონალური რეაქტიული კოსტუმი შექმნა, რომლის მეშვეობითაც ადამიანს ფრენა შეუძლია.

რიჩარდ ბრაუნინგი, რომელიც ბრიტანული სტარტაპ Gravity Industries დამფუძნებელია, კოსტუმი-ჯეტპაკი წარმოადგინა, რომელიც ამერიკელი სუპერგმირის რკინის კაცის ეკიპირებას იმეორებს. რა თქმა უნდა ტონი სტარკის ჯავშანკოსტუმის რეალურ პროტოტიპს შეჯავშნული ეკზოჩონჩხის მახასიათებლები არ გააჩნია, მაგრამ მისი მეშვეობით ადამიანის ჰაერში ფრენა მაინც შესაძლებელია.

 ფაქტიურად კოსტუმი ეს ექვსი ცალი რეაქტიული ძრავა და საწვავის ავზია. ამგვარი კოსტუმით მოზრდილ ადამიანს მეტრის სიმაღლეზე აფრენა და საკმაოდ მოკრძალებული სიჩქარის განვითარება შეუძლია. პროტოტიპის არსებული ნაკლის გამო, პილოტს მოტოციკლეტისტის ეკიპირებით სარგებლობა უწევს. ბრაუნინგის განცხადებით გარკვეული ვარჯიშის შემდეგ ეს კოსტუმი პილოტს უფრო მეტ თავისუფლებას ანიჭებს, ვიდრე კლასიკური რეაქტიული ზურგჩანთა, თუმცა კი ტექნიკური მახასიათებლებით მას ჯერ კიდევ ჩამორჩება.