მნიშვნელოვანი სიახლეები
ბრიტანეთში  გრიპის უნივერსალური ვაქცინის გამოცდა დაიწყეს

ბრიტანეთში გრიპის უნივერსალური ვაქცინის გამოცდა დაიწყეს

ბრიტანეთში ჯანდაცვის სახელმწიფო სისტემის 500 მოხალისე პაციენტზე სეზონური გრიპის ახალი უნივერსალური  ვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყო

 ექსპერიმენტული ვაქცინა სრულიად სხვა პრინციპით მოქმედებს, ვიდრე ის ვაქცინები, რომლებიც ახლა ექიმების განკარგულებაშია.

არსებული გრიპის ვაქცინა ყოველ წელს უნდა იცვლებოდეს, ვინაიდან დაავადების გამომწვევი ვირუსი მუდმივ მუტაციას განიცდის. ახალი ვაქცინა კი გრიპის ვირუსის იმ ნაწილზე მოქმედებს, რომელიც არ იცვლება და ყველა შტამში ხელუხლებელი რჩება.

 ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა განცხადებით ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი ვაქცინა გრიპის ვირუსს როგორც ადამიანში, ისე ფრინველსა და ღორში მოკლავს. მათი აზრით ექსპერიმენტული ვაქცინა ინფექციისგან უფრო საიმედო დაცვა იქნება.