მნიშვნელოვანი სიახლეები
Cassini სატურნის რგოლებში შევიდა (+ვიდეო)

Cassini სატურნის რგოლებში შევიდა (+ვიდეო)

NASA მისია Cassini, რომლის დანიშნულებას სატურნის შესწავლა იყო, უკანასკნელ ათწლეულებში სააგენტოს ყველაზე წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. მაგრამ ყველაფერი კარგი ადრე თუ გვიან მთავრდება. Cassini-ს საწვავი უთავდება, ამიტომაც NASA-მ მისთვის გრანდიოზული ფინალი ჩაიფიქრა. უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე აპარატი იქ ჩაიფრენს, სადაც აქამდე არცერთ კოსმოსურ აპარატს არ უფრენია: სატურნსა და მის რგოლებს შორის.

გასულ შაბათს Cassini-მ სატურნის თანამგზავრ ტიტანსაც  ჩაუქროლა, რომელმაც თავისი მიზიდულობით აპარატის ტრაექტორია შეცვალა და იგი სატურნის რგოლებისაკენ მიმართა. ახლა  Cassini სატურნისაკენ შეჯახების კურსით მიემართება. ეს შეჯახება სექტემბერში მოხდება. რგოლებში შესვლა კი 26 აპრილს შედგა. მისიის ეს ეტაპი ძალიან სახიფათოა, ვინაიდან უცნობია თუ კოსმოსური მტვერის და სხვა ნაგვის რა რაოდენობაა მოთავსებული პლანეტასა და მის შიდა რგოლებს შორის. თუკი მათი რაოდენობა ძალიან დიდი იქნება, მაშინ Cassini შეჯახებას ვერ აიცილებს.

 იმისათვის, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიაროს, აპარატის გადამწოდებმა რეალურ დროში უნდა განსაზღვრონ აცილების ტრაექტორია და გაიანგარიშონ მომავალი მარშრუტი. კოსმოსური ნაგვის რაოდენობის მიხედვით NASA-მ შესაძლოა თავდაპირველი პროგრამა შეცვალოს.

 სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ აპარატს გზაზე არც ასტეროიდის ნამსხვრევი და არც კოსმოსური მტვრის გროვა არ შეხვდება. ყოველ შემთხვევაში თუკი აპარატი მაინც დაზიანდა, იგი სატურნის ზედაპირზე მაინც დაეცემა. აპარატის განადგურება იმისთვის არის საჭირო, რომ მასზე მყოფმა მიწიერმა ბაქტერიებმა არ დაანაგვიანონ სატურნის თანამგზავრები - ტიტანი და ენცელადა. ამ თანამგზავრებზე სამომავლოდ ასტრონომები არამიწიერი სიცოცხლის ფორმების აღმოჩენას იმედოვნებენ.