მნიშვნელოვანი სიახლეები
ჭანჭველასმჟავაზე მომუშავე ავტობუსი

ჭანჭველასმჟავაზე მომუშავე ავტობუსი

ჰოლანდიელმა გამომგონებელმა-სტუდენტებმა მსოფლიოში პირველი  ჭიანჭველასმჟავაზე მომუშავე ავტობუსი შექმნეს. ეს საწვავი მათი აზრით იაფიც და ეკოლოგიურად სუფთაც არის. სრულად გავსებული 300 ლიტრიანი ავზით ავტობუსს 200 კილომეტრის გავლა შეუძლია.

ნიდერლანდებში, ეინდჰოვენის უნივერსიტეტის სტუდენტების აზრით ეს საწვავი გაცილებით იაფი და უსაფრთხოა, ვიდრე საწვავის სხვა ალტერნატიული სახეობები. ამგვარი გზით სტუდენტებს მავნე გამონაბოლქვის მქონე ტრანსპორტის ალტერნატიული ქსელის შექმნა სურთ.

ჭიანჭველასმჟავა პირველად ტყის წითური ჭიანჭველებისგან XVII საუკუნეში მიიღეს და სახელიც აქედან ეწოდა. იგი ბუნებაში მცენარეებშიც გვხვდება, მაგალითად ჭინჭარში და ხავსში. როგორც წესი მას ძმარმჟავას წარმოებისას, როგორც დამატებით პროდუქტს, ქიმიური გზით იღებენ. მას იყენებენ მრეწველობაში (როგორც გამხსნელს), კვების წარმოებაში (როგორც კონსერვანტს), მეფუტკრეობაში (პარაზიტებთან საბრძოლველად) და მედიცინაში (როგორც გარე გამაყუჩებელს).

საწვავს, რომელსაც ახალი ავტობუსი იყენებს, სტუდენტებმა hydrozine  უწოდეს (არ უნდა აგვერიოს ჰიდრაზინში). ამ სითხის ტრანსპორტირება შედარებით ადვილი და უხიფათოა. ჭიანჭველასმჟავას სადგურები ჩვეულებრივი გასამართი სადგურების მსგავსი იქნება. ავტობუსი მუშაობისას ნახშირორჟანგისა და წყლის გარდა არაფერს გამოყოფს.

საწვავი მოწყობილობაში წარმოიშობა, რომელსაც ნიდერლანდელი სტუდენტები უკვე აპატენტებენ. იქ  Hydrozine კატალიზატორის დახმარებით წყალბადად და ნახშირორჟანგად იშლება. შემდეგ წყალბადი ემატება საწვავ ელემენტს, რომეთანაც რეაგირებისას ელექტროობა წარმოიქმნება.

ავტობუსს კომპანია  VDL-ის წარმოების ელექტროამძრავი აქვს. როგორც ელიან წლის ბოლოსათვის ახალ ტრანსპორტს უქვე აქტიურად გამოიყენებენ.