მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინელმა მეცნიერებმა "შეუძლებელი" ძრავა შექმნეს (+ვიდეო)

ჩინელმა მეცნიერებმა "შეუძლებელი" ძრავა შექმნეს (+ვიდეო)

ჩინეთმა რევოლუციური "ფიზიკის კანონების დამრღვევი",  ძრავა EmDrive-ი შექმნა, რომელსაც შეუძლია ექსპედიცია დედამიწიდან მარსზე 10 კვირაში ჩაიყვანოს.

ვიდეორგოლში მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ შექმნეს ჩინელებმა უსაწვავო ძრავა. თუმცა ამ ვიდეორგოლს პრესაში "პტოპაგანდისტულს" უწოდებენ.

"შეუძლებელი" ძრავა მაგნეტრონისგან დამზადებულ მოწყობილობას წარმოადგენს, რომელიც მიკროტალღების გენერირებას ახდენს. მას გააჩნია რუპორის მსგავსი რეზონატორი, რომელიც მაგნეტრონის მიერ წარმოქმნილ  მიკროტალღურ გამოსხივებას წევის ძალად გარდაქმნის, სწორედ ეს გარდაქმნა არ აიხსნება ფიზიკის კანონებით.

 EmDrive-ის ბაზაზე არსებული ძალოვანი დანადგარი საშუალებას მოგვცემს მზის სისტემის ნაპირს რამდენიმე წელიწადის მაგივრად, რამდენიმე თვეში მივაღწიოთ.

 დეკემბერში ჩინეთის კოსმოსური ტექნოლოგიების აკადემიის  მკვლევარები აცხადებდნენ, რომ მათ ხელისუფლებისგან ამ ტექნოლოგიის დასამუშავებელ სხსრებს 2010 წლიდან იღებდნენ. სწორედ მაშინ დაანონსეს მოწყობილობის პროექტი, რომლის გამოცდასაც დედამიწის ახლო ორბიტაზე აპირებენ.

 ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ EmDrive-ის ტესტირება ჩინურ კოსმოსურ სადგურ "ტიანგუნ-2"-ის ბორტზე მიმდინარეობდა.

 ძრავების სისტემის სპეციალისტის ბრაის კასენტის განცხადებით თკი ძრავის წარმატებული გამოცდის შესახებ ინფორმაცია ნამდვილია, მაშინ ჩვენთვის ნაცნობი ფიზიკის კანონები უნდა გადაიხედოს.

 იმავდროულად EmDrive-ის მუშაობის შესახებ ინფორმაცია საფუძველს მოკლებული არაა. გასულ წელს NASA-ს ინჟინრებმაც ჩაატარეს ექსპერიმენტები და  გამოარკვიეს, რომ ამ ტიპის ძრავას ვაკუუმში  1,2 ± 0,1 მილინიუტონ/კილოვატ წევის ძალის განვითარება შეუძლია. ამერიკელი სპეციალისტები ექსპერიმენტის შედეგებს პილოტ-ტალღების თეორიით ხსნიან.