მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინეთის ორბიტალური სადგური „ტიანგუნ-1“ უახლოეს თვეებში დედამიწაზე ჩამოვარდება

ჩინეთის ორბიტალური სადგური „ტიანგუნ-1“ უახლოეს თვეებში დედამიწაზე ჩამოვარდება

8,5 ტონიანი სადგური, რომლის სიგრძე 10,4 მეტრია, 2011 წელს გაუშვეს. მას სამეცნიერო ექსპერიმენტებისათვის და პილოტირებული  მისიებისათვის იყენებდნენ. ასე მაგალითად 2012 წელსმას პირველი ჩინელი ასტრონავტი ქალი ლიუ იანი ესტუმრა.

 მაგრამ 2016 წელს ოფიციალურად გამოცხადდა,რომ სპეციალისტებმა სადგურზე კონტროლი დაკარგეს და იგი დედამიწაზე 2017 ან 2018 წელსჩამოვარდებოდა. ჩინეთის ეროვნულმა კოსმოსურმა სამმართველომ შეატყობინა გაეროს, რომ „ტიანგუნ-1“ დედამიწას 2017 წლის ოქტომბერსა და 2018 წლის აპრილს შორის ჩამოვარდება.

 უკანასკნელ კვირეებში სადგური ატმოსფეროს უფრო მკვრივ ფენებში შემოვიდა და ამის გამო უფრო სწრაფად დაიწყო ვარდნა. ჯონათან მაკდაუელის (Jonathan McDowell) აზრით, ცნობილი ასტორფიზიკოსი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან, ელოდება, რომ „ტიანგუნ-1“ 2017 წლის ბოლოს ანდა 2018 წლის დასაწყიში ჩამოვარდება.

 სავარაუდოთ სადგურის დიდი ნაწილი ატმოსფეროში დაიწვება, მაგრამ როგორც მეცნიერი აღნიშნავს, დედამიწის ზედაპირს სადგურის 100 კილოგრამამდე წონის ნამსხვრევები მაინც დაეცემა.

 ვინმეს დაზიანების შანსი ნაკლებადაა, მაგრამ  მაისში ჩინეთმა  გაეროსთან არსებულ „სამშვიდობო მიზნებით კოსმოსის ათვისების კომიტეტს“ მაინც შეატყობინა, რომ თვალს მიადევნებს სადგურის ვარდნას და ორგანიზაციას ამის შესახებ ინფორმაციას კომიტეტს მუდმივად მიაწვდის. ამასთან მაკდაუელის თქმით ზუსტად იმის განსაზღვრა თუ სად დაეცემა სადგური, ძნელია.