მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინეთში ყველაზე მძლავრი პორტატული კომპიუტერი შექმნეს

ჩინეთში ყველაზე მძლავრი პორტატული კომპიუტერი შექმნეს

ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე კომპაქტური კომპიუტერი შექმნეს, რომლის ოპერატიული მეხსიერება 4 გიგაბაიტია. მოწყობილობა სახელად Meegopad უკვე გაყიდვაშია და მისი ღირებულება 155 დოლარია.

მოწყობილობის წონა 45 გრამია და მისი გაბარიტები სტანდარტული სმარტფონის გაბარიტების ტოლია. კომპიუტერი Meegopad მთლიანად ფუნქციონირებადი მოწყობილობაა. მისი მონიტორის მოვალეობის შესრულება ნებისმიერ ტელევიზორს შეუძლია, რომელსაც WI-Fi-ს მიხედვით სინქრონიზაცია აქვს.

Meegopad-ი ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით სრულიადაც არ ჩამოუვარდება “უფროს ძმებს“ - ნოუთბუქებს და სტაციონარულ კომპიუტერებს: ოთხბირთვიანი პროცესორი Intel-ისგანაა, 4 გიგაბაიტი ოპერატიული და 32 გიგაბაიტი მუდმივი მეხსიერება, რომლის გაზრდაც 128 გიგაბაიტამდე შეიძლება. კონპიუტერს სხვა მოწყობილობებთან სინქრონიზაცია Bluetooth და Wi-Fi-ს მეშვეობით შეუძლია.