მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინური კოსმოსური სატვირთო ხომალდის და ლაბორატორიის პირველი კოსმოსური შეპირაპირება მოხდა (+ვიდეო)

ჩინური კოსმოსური სატვირთო ხომალდის და ლაბორატორიის პირველი კოსმოსური შეპირაპირება მოხდა (+ვიდეო)

ჩინური კოსმოსური სატვირთო ხომალდი „ტიანჩჟოუ-1“ („ციური ხომალდი-1“) და ლაბორატორია „ტიანგუნ-2“ („ციური სასახლე-2“) კოსმოსში პირველად წარმატებით შეპირაპირდნენ. ავტომატურ შეპირაპირებას ჩინეთის მოსახლეობა პირდაპირ ეთერში უყურებდა.

ხუთშაბათს რაკეტა მატარებლის „ჩანჩჟენ-7“-ის მეშვეობით ჰაინანის პროვინციის ვენჩანის კოსმოდრომიდან ჩინელებმა პირველი სატვირთო კოსმოსური ხომალდი „ტიანჩჟოუ-1“ გაუშვეს. მან ორბიტაზე 6 ტონამდე ტვირთი აიტანა. მათ შორის საწვავი და კოსმოსური ლაბორატორია „ტიანგუნ-2“-სათვის საჭირო სხვა სახარჯი მასალები.

 „ტიანგუნ-2“ კოსმოსურ ლაბორატორიაში მუდმივად არავინაა, მაგრამ მას ჩინელი ასტრონავტები სტუმრობენ. „ტიანგუნ-2“-ს კოსმოსური ლაბორატორია მხოლოდ იმისათვის არ ეწოდება, რომ მასზე სამეცნიერო ექსპერიმენტებს ატარებენ. ამ ლაბორატორიაში მომავალი ჩინური მრავალმოდულური სადგურის  სხვადასხვა სისტემები იცდება. ჩინეთი თავისი ორბიტალური სადგურის კოსმოსში გაყვანას ოციანი წლების შუა პერიოდში აპირებს.

 „ტიანჩჟოუ-1“ კოსმოსში „ტიანგუნ-2“-ს საწვავით გასაწყობად და ექსპერიმენტების ჩასატარებლად სამჯერ მიადგება. იგი თავის ორბიტაზე სამ თვეს  გაატარებს და კიდევ ორი თვე ლაბორატორია „ტიანგუნ-2“-თან შეპირაპირებული იფრენს.