მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინური მძიმე რაკეტა სტარტის შემდეგ ჩამოვარდა (+ვიდეო)

ჩინური მძიმე რაკეტა სტარტის შემდეგ ჩამოვარდა (+ვიდეო)

 ჩინური მძიმე რაკეტის ჩანჩჟენ-5-ის ისტორიაში მეორე ფრენა წარუმატებელი გამოდგა: რაკეტა ჰაერში აიჭრა, მაგრამ რამდენიმე წამში ტრაექტორიიდან გადაუხვია და წყნარ ოკეანეში ისე ჩავარდა, რომ პირველი საფეხურის მოშორება ვერ მოასწრო. რაკეტის ჩამოვარდნის მიზეზები ჯერ უცნობია.

 ჩანჩჟენ-5-ის პირველი გაფრენა 2016 წლის 3 ნოემბერს შედგა. მაშინ მან გეოსტაციონარულ ორბიტაზე თანამგზავრი „შიძიან-17“ გაიყვანა. 2017 წლის მეორე ნახევარში ჩინელები ჩანჩჟენ-5-ის მესამედ გაფრენას გეგმავდნენ. მისიის საბოლოო მიზანი მთვარე უნდა გამხდარიყო.

მძიმე რაკეტა ჩანჩჟენ-5 („დიდი ლაშქრობა 5“\CZ-5) ტვირთამწეობით მხოლოდ მცირედ ჩამორჩება მსოფლიო რეკორდსმენ ამერიკულ რაკეტა Delta IV Heavy-ს. ჩანჩჟენ-5-ს გეოსტაციონარულ ორბიტაზე 25 ტონა ტვირთის ატანა შეუძლია, გეოგარდამავალზე კი 14 ტონის.