მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინურმა წყალქვეშა დრონმა რეკორდულ სიღრმეზე ჩაყვინთა

ჩინურმა წყალქვეშა დრონმა რეკორდულ სიღრმეზე ჩაყვინთა

ჩინელმა ინჟინრებმა „ჰაიი-7000“-ს უპილოტოებისათვის მიუწვდომელ სიღრმეზე ჩააყვინთინეს. ამ უპილოტო აპარატით სამხედროები უკვე დაინტერესდნენ.

ახალი ჩინური ავტონომიური წყალქვეშა აპარატი „ჰაიი-7000“(Haiyi-7000) ამ კლასის აპარატებისათვის რეკორდულ 6329 მეტრის  სიღრმეზე ჩავიდა.

 რეკორდული ჩაყვინთვა ჩელენჯერის უფსკრულის წერტილში მოხდა, რომელიც მარიანის ღრმულის ყველაზე ღრმა წერტილად ითვლება. ამრიგად „ჰაიი-7000“-მა ამერიკული რობოტ Seaglider-ის რეკორდი მოხსნა - 6 კილომეტრი.

 ადრე გაზეთები იუწყებოდნენ, რომ “ჰაიი-7000“-ს მხოლოდ 5751 მეტრამდე შეუძლია ჩაყვინთვა. სამხედროებს ახალი წყალქვეშა აპარატის მეშვეობით ოკეანის ფსკერის ზუსტი რუკის შედეგენა შეეძლებათ. ეს კი თავის მხრივ წყალქვეშა ნავებს საშიში ადგილებისათვის თავის არიდების შესაძლებლობა ექნებათ.

 წყალქვეშა დრონი ფორმით ტორპედოს ანდა პატარა წყალქვესა ნავს წაგავს. მისი ძირითადი მოვალეობა წყალქვეშა რელიეფის, წყლის მარილიანობის და სხვა მონაცემების შეგროვებაა.