მნიშვნელოვანი სიახლეები
ჭიპლარიდან აღებულმა სისხლმა ბებერი თაგვები გააახალგაზრდავა

ჭიპლარიდან აღებულმა სისხლმა ბებერი თაგვები გააახალგაზრდავა

ასაკთან ერთად თქვენი გონება უფრო ნელა მუშაობს, მაგრამ ჭიპლარის სისხლში აღმოჩენილმა ცილამ თქვენ შესაძლოა ახალგაზრდობა დაგიბრუნოთ.

მეცნიერებმა უკვე დაამტკიცეს, რომ მოზარდი ადამიანებისგან აღებულ სისხლს ბებერ თაგვებში მეხსიერების და კოგნიტიური ფუნქციის გაუმჯობესება შეუძლია. როგორც აღმოჩნდა ჭიპლარიდან აღებულ სისხლს კიდევ უფრო ძლიერი გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მოხდენა შეუძლია.

ეს ეფექტი  ჯოზეფ კასტელანომ სტენფორდის უნივერსიტეტიდან და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს. ისინი სისხლს სამი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებს უღებდნენ - ჩვილებს, 22 წლამდე ახალგაზრდებს და 66 წლის მოხუცებს. ამ სამი სისხლის პლაზმა ისეთ თაგვებს გადაუსხეს, რომელთა ასაკი ადამიანის 50 წელს შეესაბამებოდა.

ყველაზე ძლიერ ეფექტს მაშინ მიაღწიეს, როცა თაგვებს ჭიპლარის სისხლის პლაზმა გადაუსხეს.  ამ შემთხვევაში თაგვებმა უფროი სწრაფად დაიწყეს სწავლა, უფრო კარგად იმახსოვრებდნენ გზას ლაბირინთში და ეს ყველაფერი ჰიპოკამპში გაზრდილ აქტივობასთან კოლერილებდა. ტვინის ეს ნაწილი სწავლაზე და მეხსიერებაზე არის პასუხისმგებელი.

იმ თაგვებს რომლებსაც 22 წლის ახალგაზრდების სისხლი გადაუსხეს უფრო მოკრძალებული შედეგები ჰქონდათ, ხოლო მოხუცების სისხლის პლაზმამ საერთოდ არავითარი ეფექტი არ იქონია.

კასტელანოს გუნდმა გამოარკვია, რომ ჭიპლარის სისხლის პლაზმა უფრო მეტი რაოდენობით TIMP2 ცილას შეიცავდა. ამ ცილის დონე ასაკთან ერთად კლებულობს. როცა მეცნიერებმა თაგვებს სუფთა TIMP2 შეუშხაპუნეს, მათი ჰიპოკამპის აქტივობა კიდევ უფრო გაიზარდა. უფრო მეტიც, თაგვებმა ისევ დაიწყეს ბუდეების მოწყობა. არადა ეს ჩვევა ასაკიან თაგვებში მივიწყებულია. ჭიპლარის პლაზმამ, რომელშიც TIMP2 არ იყო, თაგვებზე არავითარი ეფექტი არ გამოიწვია. ამით დადასტურდა, რომ სწორედ TIMP2 ცილას აქვს სიბერის საწინააღმდეგო მოქმედება.

 ჯერჯერობით უცნობია, თუ  როგორ აუმჯობესებს ეს ცილა კოგნიტიურ უნარებს. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ეს ცილა მატრიცულ მეტალოპროტეინაზას სახელით ცნობილ ენზიმების ჯგუფზე მოქმედებს. ამ ჯგუფიდან ზოგიერთი ალცჰეიმერის დაავადების განვითარებასთან არის კავშირში.

TIMP2 ცილას სავარაუდოთ ასაკთან დაკავშირებული კოგნიტიური თვისებების და ალცჰეიმერის დაავადების განვითარების შემცირება შეუძლია. TIMP2-ის წამლად გამოყენება ჭიპლარის სისხლთან შედარებით უფრო ადვილად შეიძლება, ვინაიდან მისი ლაბორატორიაში სინთეზირება ადვილია.

 TIMP2-ის წამლად გამოყენებამდე ჯერ ის უნდა გაირკვეს თუ როგორ ზემოქმედებს იგი თავის ტვინზე. კასტელანოს გუნდი ახლა სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით არის დაკავებული.