მნიშვნელოვანი სიახლეები
"ჭკვიანი" ტატუ, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას გააკონტროლებს (+ვიდეო)

"ჭკვიანი" ტატუ, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას გააკონტროლებს (+ვიდეო)

 ჰარვარდის უნივერსიტეტის და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევართა გუნდმა "ჭკვიანი" ბიომგრძნობიარე მელანი შექმნეს, რომელთა გამოყენება ტატუს გასაკეთებლად შეიძლება. ამგვარი ტატუ ადამიანის სისხლში გლუკოზისა და ნატრიუმის შემცველობას გააკონტროლებს.

 დღეისათვის ჯანმრთელობის მონიტორინგისათვის დიდ რაოდენობით მოწყობილობების ტარებაა საჭირო. ამას გარდა მათ პერიოდულად დამუხტვა და უსადენო ქსელთან მიერთება ესაჭიროებათ, რათა მონაცემები გადასცენ. ახალი მოწყობილობა სრულიად სხვა პრინციპით მუშაობს. ტატუს მელანი უჯრეთშორისი სითხის შემადგენლობაზე რეაგირებს.

მეცნიერებმა ორი ტიპის  მელანი შექმნეს: პირველი სისხლში გლუკოზის ოდენობაზე რეაგირებს და ფერს მწვანე და ყავისფერზე იცვლის; მეორე კი ნატრიუმის კონცენტრაციას აკონტროლებს და  მისი მომატებისას მკვეთრ მწვანე ფერს იღებს.

 ამგვარი ტატუები შეიძლება უხილავი იყოს და მხოლოდ გარკვეული განათებისას გამოჩნდეს. ამას გარდა ამგვარი მელნის ხანგძლივი ტატუს გასაკეთებლად გამოყენება შეიძლება (მაგალითად ქრონიკული ავადმყოფებისათვის).