მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩვილების რეალური ასლები ქირურგებს ვარჯიშში დაეხმარება (+ვიდეო)

ჩვილების რეალური ასლები ქირურგებს ვარჯიშში დაეხმარება (+ვიდეო)

ქირურგების სწავლება ყოველთვის რთული პროცესია. მათ ბევრი პრაქტიკა სჭირდებათ მაგრამ როგორ? სტუდენტებს თავიდან ხომ გვამებთანაც არ უშვებენ? აქ უკვე თანამედროვე ტექნოლოგიები გვეხმარება.

მანეკენები, განსაკუთრებით ჩვილების, საკმაოდ არაზუსტია, რაც სწავლების პროცესს ძლიერ აძნელებს. ჩვილები ძალიან პატარები არიან, მათ პატარა ძვლები და ორგანოები აქვთ და ამიტომაც მათი სხეულების ზუსტი ასლების გაკეთება ძალიან ძნელია.

ამ საკითხის მოსაგვარებლად მარკ ტილენმა, ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან სამგანზომილებიანი ბეჭდვის ტექნოლოგიას მიმართა და ჩვილის მანეკენის ზუსტი პროტოტიპი დაამზადა. მან შინაგანი ორგანოებისა და ძვლების ზუსტი ასლი შექმნა, მათ შორის ფუნქციონირებად სარქველიანი გულის და ფილტვების. ყველაფერთან ერთად მანეკენს ჩამონტაჟებული კამერების და გადამწოდებიც გააჩნია, რათა ვარჯიშის დროს სტუდენტებმა რეალურ დროში უკუკავშირი იქონიონ.

 მანეკენი ჯერჯერობით ტესტირების ფაზაშია, მაგრამ შედეგები უკვე დამაკმაყოფილებელია. ამიტომაც ტილენს იმედი აქვს,რომ მოდელი ფართო გავრცელებას ჰპოვებს. ამასთან იდეის განვრცობის გეგმაც არსებობს და მხოლოდ ჩვილების მანეკენს არ დაამზადებენ. ტილენს იმედი აქვს, რომ ამგვარი ტექნიკა ექიმების მომავალ თაობებს პროფესიულ წინსვლაში დაეხმარება.