მნიშვნელოვანი სიახლეები
Curiosity-ს სიჩუმესთან შეგუება მოუწევს

Curiosity-ს სიჩუმესთან შეგუება მოუწევს

ივლისის ბოლოს მზე მარსმავალთან ნორმალურ კავშირს ხელს შეუშლის, ამიტომაც მეცნირებმა ტელესკოპებს სიჩუმის ბრძანებას გადასცემენ და თავად შვებულებაში გავლენ.

მარსმავალი Curiosity  ძალიან უცნაური გრაფიკით მუშაობს. იმის მაგივრად, რომ ქალაქების ჰიუსტონისა და პასადენას დროით იმუშაოს (ამ ქალაქებშია მოთავსებული მისი მართვის ცენტრები), ისინი მარსის დღე-ღამეებით - სოლებით მუშაობენ. ერთი სოლი 24 საათი, 39 წუთი და 35,244 წამი გრძელდება. ერთი შეხედვით ორმოცი წუთი სხვაობა ბევრი არ უნდა იყოს, მაგრამ კვირის განმავლობაში უკვე ოთხნახევარი საათი გროვდება, ხოლო თვეში კი ნახევარდღეზე მეტი გროვდება. ამიტომაც Curiosity-ს გუნდის სამუშაო გრაფიკი მათი ახლობლებისათვის უცნაურად გამოიყურება.

 სამაგიეროთ მარსმავალის მმართველ მეცნიერებს გარანტირებული შვებულება აქვთ. მათი სამუშაო გრაფიკი და შვებულება მარსის და დედამიწის მზის გარშემო მოძრაობითაა განპირობებული. ორ წელიწადში ერთხელ მარსსა და დედამიწას შორის მზის დისკო აღმოჩნდება. ამ დროს კავშირი ძნელდება - შედეგად  ფოტოების ხარისხი ფუჭდება და ბრძანებებიც დამახინჯებით მიდის. ამას თავის მხრივ შესაძლოა დანადგარების დაზიანებ ამოჰყვეს.

 ამიტომაც მზესთან გაერთიანების დროს (ასე ეძახიან ასტრონომები მზის, დედამიწის და მარსის ერთ ხაზზე სწორება) როვერებთან Curiosity, Opportunity და მარსის ორბიტალურ აპარატებთან ურთიერთობაზე მორატორიუმი ცხადდება. მარსმავალებთან მომუშავე მეცნიერები ტელესკოპებს მხოლოდ მიღებაზე რთავენ და შვებულებაში მიდიან. შვებულება 22 ივლისიდან 1 აგვისტომდე გრძელდება.