მნიშვნელოვანი სიახლეები
დაცული სისტემის გატეხვა ვენტილატორებისა და კამერების მეშვეობით შეიძლება

დაცული სისტემის გატეხვა ვენტილატორებისა და კამერების მეშვეობით შეიძლება

 კიბერუსაფრთხოების დარგში ისრაელის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ინტერნეტის გარეშე მყოფი ქსელის გატეხვაც კი შეიძლება.

ბენ ჰურიონის უნივერსიტეტის საინფორმაციო უსაფრთხოების სპეციალისტები მუდმივად ეძებენ სხვის კომპიუტერში შესაძრომ ახალ ეკზოტიკურ საშუალებებს. ამჯერად მათ ორი პროექტი აჩვენეს, რომელიც გლობალური ქსელისგან იზოლირებული რეჟიმული საწარმოს სისტემაში შესვლის საშუალებას იძლევა. ერთ შემთხვევაში ეს სათვალთვალო კამერების, ხოლო მეორე შემთხვევაში კლიმატ-კონტროლის სისტემების - სავენტილაციის, კონდიციონერებისა და გათბობის მეშვეობით ხდება.

ვირუსი aIR-Jumper კამერებთან დაკავშირებულ კომპიუტერზე ყენდება - მაგალითად იმაზე, რომელიც ამუშავებს შემოსულ მონაცემებს და მათ დაცვის მონიტორებზე ასახავს. ინფრაწითელ მნათ დიოდების მართვის სისტემაზე წვდომის შემთხვევაში ვირუსი ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას აწარმოებს ჰაკერთან, რომელიც სათვალთვალო კამერების ხედვის არეშია. სისტემა შეიძლება აიძულო გადასცეს ინფორმაცია ორობითი კოდით ანდა მორზეს ანბანით, თანაც ისე, რომ დაცვა ვერაფრს შეიტყობს.

კლიმატ-კონტროლის მეშვეობით შეტევის შემთხვევაში უკვე სხვა ვირუსია საჭირო -  HVACKer-ი, რომელიც ტემპერატურული გადამწოდებიდან იღებსმონაცემებსდა ტემპერატურის ნახტომებს  ნოლებად და ერთიანებად აქცევს. შენობის გათბობის სისტემებზე კონტროლის დაწესებით ბოროტგანმზრახველს  ცალკეულ სათავსოებში ტემპერატურის ცვლილება და ვირუსის მართვა შეეძლება.