მნიშვნელოვანი სიახლეები
დედამიწის ორეულს ატმოსფერო აღმოაჩნდა

დედამიწის ორეულს ატმოსფერო აღმოაჩნდა

გერმანიის კილის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსების გუნდმა პირველად შეისწავლა დედამიწის ორეული პლანეტა GJ 1132b-ის ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობა.

პლანეტა  GJ 1132b 2015 წელს აღმოაჩინეს. იგი იალქნების თანავარსკვლავედში მდებარეობს და  დედამიწიდან 39 სინათლის წელიწადით არის დაშორებული. დედამიწის ორეული ჩვენს პლანეტაზე 1,4-ჯერ უფრო მცირეა. იგი წითელი ჯუჯას გარშემო ბრუნავს, რომელიც ჩვენს მზეზე პატარაც, ცივიც და მქრქალიც არის.

 ჩილეში ევროპის სამხრეთი ტელესკოპის დახმარებით მეცნიერებმა პირველად შეძლეს GJ 1132b-ს შესწავლა და გააკეთეს დასვნა: პლანეტას ატმოსფერო გააჩნია. ატმოსფერო სქელი ღრუბლებისგან შედგება, რომლებიც წყლის ორთქლის ანდა მეთანისგან შედგება. არაა გამორიცხული, რომ ორივე სახის ღრუბლები იყოს.

 მეცნიერებს პლანეტაზე სიცოცხლის არსებობა საეჭვოდ მიაჩნიათ. GJ 1132b-ის ზედაპირზე ტემპერატურა 370 გრადუსს აღწევს. დედამიწის ანალოგიით ყველაზე მაღალი ტემპერატურა, როცა კი შესაძლებელია სიცოცხლის არსებობა, 120 გრადუსს არ აღემატება.

როგორც გაირკვა მცირე მასის ვარსკვლავის გარშემო მბრუნავ პლანეტებზეც შეიძლება არსებობდეს ატმოსფერო, ამგვარი პლანეტები კი სამყაროში უამრავია.  იმავდროულად GJ 1132b-ზე ატმოსფეროს აღმოჩენა იმის დასტურია, რომ  ადრე თუ გვიან ამგვარ პლანეტაზე სიცოცხლეს აღმოაჩენენ.