მნიშვნელოვანი სიახლეები
Dragon-ი ოკეანეზე დაეშვა და საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ტვირთი ჩამოიტანა  (+ვიდეო)

Dragon-ი ოკეანეზე დაეშვა და საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ტვირთი ჩამოიტანა (+ვიდეო)

კოსმოსური სატვირთო ხომალდი Dragon-ი წარმატებით დაეშვა წყნარ ოკეანეზე. იგი თვეზე მეტი იმყოფებოდა საერთაშორისო კოსმოსური სადგურზე. ამის შესახებ კომპანია SpaceX იტყობინება.

კოსმოსური სატვირთო ხომალდი საერთაშორისო კოსმოსური სადგურზე თებერვალში გაუშვეს და ეკიპაჟისათვის ტვირთი და სამეცნიერო ექსპერიმენტებისათვის საჭირო მასალები მიიტანა. სადგურზე იგი რაკეტა-მატარებელ Falcon 9-ის მეშვეობით  მიფრინდა, რომელმაც სტარტი კენედის სახელობის კოსმოდრომიდან 19 თებერვალს აიღო. ახლა კი იგი დედამიწაზე დაბრუნდა და 2,5 ტონა გადამუშავებული მასალები და ეკიპაჟის სამეცნიერო მუშაობის შედეგები ჩამოიტანა.

ვიდეოზე აღბეჭდილია Dragon-ის საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გამოფრენა. სადღეისოდ Dragon-ი ერთადერთი სატვირთო კოსმოსური ხომალდია, რომელსაც ტვირთის ორბიტიდან დედამიწაზე დაბრუნება შეუძლია.