მნიშვნელოვანი სიახლეები
ძილის უკმარისობის გამო ტვინი საკუთარი უჯრედების ჭამას იწყებს

ძილის უკმარისობის გამო ტვინი საკუთარი უჯრედების ჭამას იწყებს

ტვინი, რომელსაც დიდი ხანი არ დაუსვენია, დიდი სიჩქარით იწყებს მუშაობას. ეს მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა კარგიც იყოს, მაგრამ მომავალში დემენციის განვითარების რისკს ზრდის.

საქმე იმაშია, რომ გადაღლილი ტვინის უჯრედები გაცვეთილი უჯრედების გადამუშავებას იწყებენ. იტალიელი მეცნიერების აზრით ეს ერთგვარად სასარგებლოც კია - პოტენციურად სახიფათო სინაპსები ნადგურდება და გაცვეთილი აღდგება. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი ხნით უძილობის პრაქტიკამ შესაძლოა ალცჰეიმერის დაავადება და სხვა ნევროლოგიური დარღვევები გამოიწვიოს.

 ამგვარ დასკვნამდე მეცნიერები თაგვებზე დაკვირვების შემდეგ მივიდნენ. ისინი ერთმანეთს მღრნელების ორი ჯგუფის ტვინების ფუნქციონირებას უდარებდნენ ერთმანეთს. ერთ ჯგუფს ძილის საშუალებას აძლევდნენ, მეორეს კი რვა საათიან ძილს უკრძალავდნენ.

 თაგვების კიდევ ერთ ჯგუფს ხუთი დღე ფხიზლად ამყოფებდნენ, რათა ქრონიკული უძილობის ეფექტი შეექმნათ. შემდეგ მეცნიერებმა გლიალური  უჯრედები შეუდარეს ერთმანეთს. სწორედ ესენი ახდენენ „ზედმეტი“ უჯრედების განადგურების პროცესს. უკვე დადასტურდა, რომ გენები, რომლებიც ამ უჯრედების აქტივაციას იწვევენ, უძილობისას აქტიურდებიან.

გლიალური უჯრედების ერთი ტიპი - ასტროციტები - ტვინში არასაჭირო სინაპსების შემცირებას ახდენენ. სხვა - მიკროგლიალური უჯრედები -  დაზიანებულ უჯრედებს ანადგურებენ და ტვინში მეტაბოლიზმის პროცესებზე არიან პასუხისმგებლები.

ასტროციტები ძილის პროცესის დარღვევისას სინაპსების  6% არიან აქტიურები. რვა საათ გამოძინებულ თაგვებში ასტროციტები 8%-ით მეტ სინაპსებში არიან აქტიურები. თაგვებში, რომლებსაც 5 დღე არ ეძინათ  ასტროციტები სინაპსების 13,5 %-ში იყვნენ აქტიურები.

დიდი ხნის უძილობის შემდეგ მიკროგლიალური უჯრედებიც ასევე უფრო სხარტად მუშაობენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უძილობა უფრო ააქტიურებს ნერვული უჯრედებს შორის კავშირების რღვევას და ფაქტიურად ტვინს ჭამს. ამას გარდა მიკროგლიალური უჯრედების ზედმეტი აქტიურობა ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას უწყობს ხელს.

ჯერჯერობი უცნობია შეუძლია თუ არა კარგ ძილს დაიცვას ტვინი რამდენიმე უძილო ღამით გამოწვეული უარყოფითი მოვლენებისგან. მეცნიერები ახლა იმის გარკვევას ცდილობენ თუ რამდენად დიდ ხანს გრძელდება უძილობის უარყოფითი ეფექტი.