მნიშვნელოვანი სიახლეები
ძლიერი ტირანოზავრი არ დარბოდა, ის სწრაფად დადიოდა (+ვიდეო)

ძლიერი ტირანოზავრი არ დარბოდა, ის სწრაფად დადიოდა (+ვიდეო)

გიგანტურ ტირანოზავრს ზომა და წონა სირბილის საშუალებას არ აძლევდა, მას მხოლოდ 20 კმ/სთ სიჩქარით სწრაფი სიარული შეეძლო. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კომპიუტერული მოდელირების უახლესი სისტემის გამოყენებით მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერები.

პირველადი მონაცემები მხოლოდ ტირანოზავრის კუნთოვანი მასის გათვალისწინებით გაკეთდა და ამიტომაც მისი სავარაუდო სიჩქარე 30 კმ/სთ- აღწევდა. მაგრამ როგორც კი მეცნიერებმა სისტემაში გიგანტური ხვლიკის ჩონჩხის ზოგიერთი თავისებურება შეიტანეს, სისტემამ სიჩაქრ 20 კმ/სთ-მდე დაწია.

 ასე რომ ტირანოზავრს სწრაფი ნაბიჯიდან ძუნძულზე გადასვლის შემთხვევაში მისი ფეხები სხეულის სიმძიმეს უბრალოდ ვერ გაუძლებდა.

 ასე რომ ტირანოზავრი არც ისეთი სხარტი აღმოჩნდა, როგორც ამას ჰოლივუდის ფილმებში გვანახებენ.  ეს რაღა თქმა უნდა მას ნაკლებად საშიშ ცხოველად არ წარმოაჩენს.