მნიშვნელოვანი სიახლეები
ელექტრონულმა კანმა რობოხელს "შეგრძნება" ასწავლა(+ვიდეო)

ელექტრონულმა კანმა რობოხელს "შეგრძნება" ასწავლა(+ვიდეო)

ჰიუსტონისუნივერსიტეტის მკვლევარებმა ხელოვნური კანი გამოიგონეს, რომელიც რობოტიზირებულ ხელს თბილისა და ცივის, ასევე ჟესტების ენის გარჩევა ასწავლეს. ახალი ტექნოლოგია ბიომედიცინური მოწყობილობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

კანის ავტორების განმარტებით მათ პირველად შეძლეს ნახევარგამტარული მოწყობილობის კომპოზიტური, რეზინის ფორმით შექმნა, რომელიც ელექტრონულ კომპონენტების ფუნქციონირებას მასალის 50%-ზე გაწელვის შემდეგაც ინარჩუნებს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ტრადიციული ნახევარგამტარული მოწყობილობების გამოყენება ელასტიურ მასალებში მათი  სიმყიფის გამო რთულ მექანიკურ სისტემებს მოითხოვდა, რაც ძნელი შესაქმნელი, ნაკლებ საიმედო და ძვირადღირებული იყო.

 მკვლევართა გუნდმა შექმნა ახალი ელასტიური კანი და აჩვენა, რომ მისი მეშვეობით (უფრო სწორად ჩაშენებული თბური გადამწოდებით) რობოტიზირებული ხელი "გრძნობს" სითბოსა და სიცივეს და ჟესტები კითხვად ასოებში გადაჰყავს.

მეცნიერთა განმარტებით ხელოვნური კანი მსგავსი ტექნოლოგიის მხოლოდ ერთ-ერთი გამოყენების სფეროა: გამოგონება მომავალში სატარებელი ელექტრონიკის შესაქმნელადაც გამოდგება. მათ შორის უნდა აღინიშნოს მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურე სამედიცინო იმპლანტანტები და ნეიროკომოიტერული ინტერფეისები.