მნიშვნელოვანი სიახლეები
ELF-მა შესაძლოა უცხოპლანეტელების პოვნა შეძლოს (+ვიდეო)

ELF-მა შესაძლოა უცხოპლანეტელების პოვნა შეძლოს (+ვიდეო)

მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა დაიწყო კამპანია ახალი ტელესკოპის ასაშენებლად, რომელიც 120 ტრილიონ მილის მიდამოში შეძლებს კოსმოსის შესწავლას. იმედოვნებენ, რომ მისი დახმარებით მზის სისტემის მიღმა არსებულ სიცოცხლის ნიშნებს იპოვიან.

Exo Life Finder (ELF) - არის ამ ახალი ტელესკოპის სახელი, რომელმაც შესაძლოა სხვა პლანეტებზე სიცოცხლის ნიშნები იპოვოს, ასევე პლანეტის ზედაპირზე ოკეანეებისა და კონტინენტების გამოსახულებებიც შეადგინოს.

როგორც კი დამთავრდება მისი აწყობა, ძიების პირველი ადგილი პროქსიმა B იქნება, რომელიც ჩვენგან 4.2 მზის წლის სიშორეზეა და ზომით დედამიწის ხელაა.

ELF ტელესკოპის შემადგენლობაში იქნება თექვსმეტი 5 მეტრიანი სარკეები. მთლიანობაში 25 მეტრის სიგანის  და ერთ-ერთი სავარაუდო ადგილსამყოფელი  ჩილეში, ატაკამას უდაბნოში იქნება.

მკვლევართა მიხედვით ELF-ი შეძლება ეკზოპლანეტების შესწავლას, რომლებიც 25 სინათლის წლით არიან დაშორებული დედამიწას, სადაც შედის ვარსკვლავის სისტემა ალფა სენტაური. ამ სისტემაში შედის ორი ვარსკვლავი და პატარა ჯუჯა პლანეტა სენტაური C. მეცნიერთა აზრით ეს კლდოვანი პლანეტა შესაძლოა სიცოცხლისთვის კარგ გარემოს შეიცავდეს.

ტელესკოპი სიცოცხლის დადგენას შეძლებს მისთვის აუცილებელი ნივთიერების ძიებით, როგორიცაა წყალი, ჟანგბადი, მეთანი და ოზონი.

დოქტორი სვეტლანა ვერდიუჰინა კიპენჰეიერის ინსტიტუტიდან ამბობს: „ჩვენ შევიმუშავეთ რევოლუციური ტელესკოპი, რომლის სარკეები დიდ სინათლეს იძლევიან და ამცირებენ ამჟამად არსებული ტელესკოპების ღირებულებას. ELF-ი შეძლებს დაინახოს 120 ტრილიონი მილის მოშორებით მყოფი პლანეტა. მისი მეშვეობით მეცნიერები მოახერხებენ გაარჩიონ ოკეანეების და კონტინენტების გამოსახულებები და გაარკვიოს არის თუ არა სიცოცხლის ფორმა იქ.“

მომუშავე გუნდი იმედოვნებს, რომ ოქტომბრისთვის შეძლებს ტელესკოპის აშენებისთვის საკმარისი თანხის შეგროვებას, რაც მთლიანობაში 35 000 $-ს შეადგენს.