მნიშვნელოვანი სიახლეები
ემბრიონი  სასქესო უჯრედების გარეშე შექმნეს

ემბრიონი სასქესო უჯრედების გარეშე შექმნეს

მეცნიერებმა ემბრიონი ტიპის პროტოტიპი ქალის კვერცხუჯრედის გარეშე  პირველად მიიღეს. აქამდე  კლონირების ტექნიკისათვის სპერმატოზოიდები საჭირო აღარ იყო, მაგრამ კვერცხუჯრედი კი აუცილებლობას წარმოადგენდა. ახლა მეცნიერებმა ემბრიონის სასქესო უჯრედების გარეშე მიღება შეძლეს.

კემბრიჯელმა მაგდალენა ზემიკა-გეტცმა და მისმა გუნდმა თაგვის ხელოვნური ემბრიონები შექმნა, რომლებიც იზრდებიან და სხეულის ნებისმიერ ქსოვილად შეუძლიათ გადაქცევა. მეცნიერებმა უჯრედების ახალი კულტურა ტროფობლასტური უჯრედების გვერდით შექმნეს. მათგან როგორც წესი, პლაცენტა მიიღება. შემდგომ ამისა ისინი სპეციალურ გელურ მატრიცაში მოათავსეს და უკვე ოთხნახევარი დღის შემდეგ უკვე თაგვის ნორმალურ ემბრიონებს წააგავდნენ, რომლებიც მზად იყვნენ ნებისმიერ ორგანოდ და ქსოვილად დიფერენციაციისათვის. მეცნიერებმა ფაქტიურად უჯრედების ორი სახეობა ერთმანეთის გვერდით განალაგეს და მათ უკვე გარეშე დახმარების გარეშე თვითორგანიზაცია მოახდინეს.

თუკი მსგავს შედეგებს ადამიანის ღეროვანი უჯრედები მოგვცემენ, მაშინ ეს ფაქტი ადამიანის განვითარების სხვადასხვა საფეხურის შესახებ გვიამბობს. ახალი ტექნიკა ემბრიონების განუსაზღვრელი რაოდენობის მიღების საშუალებას იძლევა. ამგვარი ემბრიონების წარმოქმნას არც კვერცხუჯრედი სჭირდება და არც სპერმატოზოიდი და მათი მანიპულირება უფრო ადვილია.

 თუმცა ჯერჯერობით ამგვარი ტექნიკით ჩვილის ლაბორატორიაში გამოზრდა შეუძლებელია, ვინაიდან ემბრიონს საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი სჭირდება, რომელსაც პლაცენტა დედის ორგანიზმიდან აწვდის.