მნიშვნელოვანი სიახლეები
ენცელადას სამხრეთ პოლუსზე თბილი ოკეანე აღმოაჩინეს

ენცელადას სამხრეთ პოლუსზე თბილი ოკეანე აღმოაჩინეს

პარიზის უნივერსიტეტის, პიერ და მარი კიურების უნივერსიტეტის, ნანტის უნივერსიტეტის, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის, სამხრეთ-დასავლეთ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და ამერიკის საზოგადოებრივი უნივერსიტეტის მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა  სატურნის მეექვსე თანამგზავრზე თბილი მიწისქვეშა ოკეანის არსებობა დაამტკიცა. მის სიღრმეებში შეიძლება სიცოცხლე იყოს.

ენცელადი სატურნის სიდიდით მეექვსე თანამგზავრია. მისი დიამეტრი დაახლოებით 500 კილომეტრია, ხოლო ზედაპირის რელიეფი ძალიან მრავალფეროვანია. მასზე არისკრატერებით დაფარული ძველი და ასევე 100 მილიონი წლის ასაკის ახალგაზრდა უბნები. საერთაშორისო საპლანეტთშორისო სადგურ Cassini-ს ხელსაწყო RADAR-ის (Radio Detection and Ranging Instrument) დახმარებით მიღებული მონაცემების შესწავლისას მეცნიერებმა საინტერესო დასკვნები გააკეთეს.

 კოსმოსური აპარატი ენცელადასგან დაახლოებით 500 კილომეტრ მანძილზე იმყოფებოდა. მან ფრიად საინტერესო და ინტენსიური თბური გამოსხივება დააფიქსირა. მკველევართა განცხადებით მისი წყარო ენცელადას სამხრეთ პოლუსის სიღრმეში, რამდენიმე კილომეტრზე მდებარეობს. იგი თხევადი წყლის დიდ ოკეანეს წარმოადგენს.

 ენცელადას საკმაოდ გაიშვიათებული ატმოსფერო გააჩნია, ხოლო წყლის მანტიის ქვეშ მყარი სილიკატური ბირთვი მდებარეობს. თანამგზავრის ჩრდილოეთი კრატერებითაა დაფარული. სამხრეთში კი კრატერები ცოტაა - იქ ბზარებია გავრცელებული, რომლებსაც „ვეფხვის ზოლებს“ უწოდებენ. ისინი კრიოვულკანების წყაროებს წარმოადგენენ.

 ენცელადას კრიოვულკანებიდან ამოფრქვეული მასის ქიმიური შემადგენლობა ფრიად მისაღებია სიცოცხლის წარმოსაქმნელად. ოკეანეში მეცნიერთა აზრით ჰიდროთერმული აქტივობის შედეგად წყალი 90 გრადუსამდე თბება. უნდა აღინიშნოს, რომ სიცოცხლის აღმოსაჩენად, სატურნის მეექვსე თანამგზავრი ევროპასთან და მარსთან ერთად, ერთ-ერთი პერსპექტიული ციური სხეულია.