მნიშვნელოვანი სიახლეები
ენდოკანაბინოიდები ეპილეფსიის წინააღმდეგ

ენდოკანაბინოიდები ეპილეფსიის წინააღმდეგ

მედიცინაში ეპილეფსიის მრავალ ფორმას არჩევენ. მათი კლასიფიკაციის ერთ-ერთი ნიშანი ის ადგილია, საიდანაც დაავადება იწყება, ანუ ტვინის რომელი ნაწილის ნეირონები იწყებენ ეპილეფსიური შეტევის პროვოცირებას.

 როცა ყველაფერი საფეთქლის ნაწილიდან იწყება, მაშინ ეს საფეთქლის ეპილეფსიაა, რომელიც ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს. მის წინააღმდეგ საიმედო თერაპია ჯერ არ არსებობს. ის წამლები, რომლებიც მკურნალობისას გამოიყენება, ხშირად უარყოფითად მოქმედებს ტვინის მთლიან  მდგომარეობაზე. ამას გარდა სტატისტიკით დაავადებულთა თითქმის მესამედი ფარმაკოლოგიური მეთოდების მიმართ უგრძნობები არიან.

 ეპილეფსიის მკურნალობა ქირურგიული გზითაც შეიძლება. ამ დროს ტვინის იმ ნაწილს კვეთენ, რომელიც ანომალიური აქტიურობის გენერირებას იწყებს. მაგრამ საფეთქლის ეპილეფსიის დროს სახიფათო ნეირონები ჰიპოკამში არიან მოთავსებულები, რომელიც მეხსიერების მთავარ ცენტრს წარმოადგენენ. მისი ამოკვეთის შემდეგ გასაგები ხდება თუ რა დიდი მსხვერპლის გაღება უწევს პაციენტს.

 შესაძლებელია თუ არა საფეთქლის ეპილეფსიის მკურნალობა ჰიპოკამპის ამოკვეთის გარეშე? თეორიული და ექსპერიმენტული ბიოფიზიკის და მოსკოვის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტის მკვლევარებმა ამგვარ ხერხს მიაკვლიეს. ექსპერიმენტები ჯერ მხოლოდ ზღვის გოჭებზე ჩატარდა. დაავადების დაბლოკვა ტვინში ენდოკანაბინოიდური სისტემის აქტივირებითაა შესაძლებელი.

 ენდოკანაბინოიდები - ეს განსაკუთთრებული ნეირომედიატორებია, რომლებსაც ტვინი გამოიმუშავებს და შესაბამისად კანაბინოიდურ რეცეპტორებზე მოქმედებს (მათვე უკავშირდებიან  „გარე“ კანაბინოიდები, მაგრამ ამჯერად მათზე არაა საუბარი). ენდოკანაბინოიდებს ბევრი ფუნქცია აკისრიათ - ისინი ახშობენ ტკივილებს, იძლევიან ეიფორიის გრძნობას, მონაწილეობას იღებენ მადის რეგულაციაში, ზემოქმედებენ მეხსიერებაზე და სწავლაზე და ასე შემდეგ.

 ზღვის გოჭებს ენდოკანაბინოიდურ რეცეპტორების სტიმულატორს ეპილეფსიის გამომწვევ პრეპარატთან ერთად აძლევდნენ. როგორც გაირკვა ამ დროს ჰიპოკამში მაღალ სიხშირული პოთოლოგიური რიტმი ქრებოდა, ტვინის ელექტრული აქტივობა ნორმაში მოდიოდა, ხოლო ჰიპოკამპის უჯრედები დაუზიანებელნი რჩებოდნენ.

კვლევის ავტორების თქმით ენდოკანაბინოიდები ტვინის სხვადასხვა სტრუქტურებზე კომპლექსურად მოქმედებენ და ზოგჯერ ეს საწინააღმდეგო მიმართულებებით ხდება. ამჯერად ჯერ ადრეა იმის  თქმა, რომ ახალი კვლევა მედიცინაში დაინერგება. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ კვლევა ეპილეფსიის ლაბორატორიულ მოდელზე ხდებოდა. მაგრამ ამ დაავადების საწინააღმდეგო ეფექტური მედიკამენტები შესაძლოა მომავალში სწორედ ენდოკანაბინოიდურ სისტემაზე ზემოქმედებდნენ.