მნიშვნელოვანი სიახლეები
ევროთანამგზავრი გაუშვეს (+ვიდეო)

ევროთანამგზავრი გაუშვეს (+ვიდეო)

რუსულმა რაკეტა-მატარებელმა „როკოტმა“ ევროპული თანამგზავრი Sentinel-5p არხანგელსკის ოლქში მდებარე პლესეცკის კოსმოდრომიდან წარმატებით გაუშვა.

რაკეტის გაშვებას რუსეთის კოსმოსური ჯარების სარდალი ალექსანდრე გოლოვკო ხელმძღვანელობდა.

თანამგზავრი Sentinel-5p ევროპის კომისიის პროგრამა „კოპერნიკის“ ფარგლებში შეიქმნა. იგი ატმოსფეროს ზედა ფენების, ოზონის ფენის მდგომარეობის და კლიმატის ცვლილების მონიტორინგს ბორტზე არსებული ხელსაწყო Tropomi-თ  აწარმოებს. თანამგზავრის ერთ-ერთი დავალება ავიაგადაზიდვების უსაფრთხოების მიზნით ვულკანური ფერფლის კვლევა იქნება. თანამგზავრი პოლარულ მზე-სინქრონულ, 820 კილომეტრის სიმაღლის  ორბიტაზე იფრენს.