მნიშვნელოვანი სიახლეები
„ფუკუსიმაზე“ რადიაციის უპრეცენდენტო დონე დაფიქსირდა

„ფუკუსიმაზე“ რადიაციის უპრეცენდენტო დონე დაფიქსირდა

„ფუკუსიმას“ ატომური ელექტროსადგურის შიგნით რადიაცია კვლავ უმაღლეს დონემდე ავიდა. ამჟამად რადიაციის დონე დაახლოებით 2011 წლის 11 მარტის მაჩვენებლის დონეზეა.

 რადიაცია 530 ზივერტია საათში და იგი ადამიანის სასიკვდილო დოზას რამდენიმე ასეულჯერ აღემატება. წინა მაქსიმუმი 73 ზივერტი საათში დონეზე იყო დაფიქსირებული. გასათვალისწინებელია, რომ 3-5 ზივერტი საათში ადამიანისათვის უკვე სასიკვდილო დოზაა, ვინაიდან ძვლის ტვინის დაზიანებას იწვევს.

 ჰოლდინგ Tokyo Electric Power Co-ის (TЕРСО) მონაცემებით რადიაციის მაჩვენებლები რეაქტორის ბირთვის სიახლოვეს აიღეს. არადა ადრე მიაჩნდათ, რომ რეაქტორის  ბირთვი რადიაქტიულ საწვავს  აკავებს. რადიაციის ამგვარი დონე იმაზე მიუთითებს, რომ საწვავის ნაწილმა მაინც გამოჟონა.

 დისტანციური საკონტროლო კამერის მიერ გადაღებულ ფოტოზე რეაქტორის პირველად ჰერმოგარსში ორმეტრიანი ნახვრეტი ჩანს და ამასთან ცხაურის ნაწილი დეფორმირებულია.

 ამ პრობლემის მოგვარება ძალიან რთულია, ვინაიდან რადიაციის ასე მაღალი დონისას სულ მცირე ხნით მუშაობაც კი ადამიანისათვის სასიკვდილოა. თუმცა რა ადამიანი, როცა რობოტებიც კი 2 საათზე მეტ ხანს ვერ ძლებენ, რადიაცია მათ შიგნეულს მთლიანად წვავს.

ТЕРСО იმედოვნებს, რომ რეაქტორიდან საწვავის ამოღებას მხოლოდ 2021 წლისათვის შეძლებენ.