მნიშვნელოვანი სიახლეები
გამაახალგაზრდავებელი პრეპარატი თაგვებზე წარმატებით გამოსცადეს

გამაახალგაზრდავებელი პრეპარატი თაგვებზე წარმატებით გამოსცადეს

ნიდერლანდის ერაზმ როტერდამელის სახელობის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა გამაახალგაზრდავებელი პრეპარატი თაგვებზე წარმატებით გამოსცადეს.

როგორც მოხსენებაშია ნათქვამი ბებერ თაგვებზე პრეპარატის გამოყენების შემდეგ მათ გაეზარდათ ფიზიკური გამძლეობა და ორჯერ გაიზარდა მანძილი, რომლის გარბენაც მათ შეეძლოთ. ასევე გაუმჯებესდა მათი ბეწვი და ზოგი ორგანოს, კონკრეტულად კი ღვიძლის მუშაობა გააქტიურდა.

კვლევის ავტორების თქმით მათი შექმნილი პრეპარატი ორგანიზმში ასაკიან უჯრედებს კლავს. ამგვარი უჯრედებს დაკარგული აქვთ გამრავლების უნარი და ორგანიზმში ასაკის ზრდასთან ერთად გროვდებიან. ისინი აყოვნებენ ჭრილობების  შეხორცების და სიმსივნეებთან ბრძოლის პროცესებს.

  ყველაფერთან ერთად ეს უჯრედები გამოყოფენ ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმის დაბერებას იწვევს.

როგორც პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ, დოქტორმა პეტერ დე კაიზერმა განაცხადა, ცდები თაგვებზე წელიწადზე მეტს გრძელდებოდა. ექსპერიმენტისათვის ისეთი თაგვები იქნენ შერჩეული, რომელთა ასაკი 90 წლის ადამიანის ასაკს ეთანადებოდა. მათ კვირაში სამჯერ უშხაპუნებდნენ პრეპარატს.

ექსპერიმენტის დროს რაიმე გვერდითი მოვლენები შემჩნეული არ ყოფილა.

ახლა კვლევის ავტორებს სიბერის საწინააღმდეგო პრეპარატის ადამიანებზე გამოცდა სურთ.