მნიშვნელოვანი სიახლეები
გაყიდვაში „ჭკვიანი“ ქურთუკი გამოვა (+ვიდეო)

გაყიდვაში „ჭკვიანი“ ქურთუკი გამოვა (+ვიდეო)

 ამერიკულმა კომპანია Google-მა განაცხადა, რომ ტანსაცმლის მწარმოებელ Levi Strauss-თან ერთად Jacquard-ის ქსოვილისგან დამზადებული „ჭკვიანი“ ქურთუკის გაყიდვას იწყებს.

 „ჭკვიანი“ ქურთუკი კლასიკურ მუქ ლურჯ ჯინსის Levi’s Commuter-ს წარმოადგენს, რომელსაც სენსორული ჩანართები და  სმარტფონის მართვის სპეციალური პულტი გააჩნია. ეს პულტი მაჯასთან არის მოთავსებული. ქურთუკი სმარტფონის მართვის საშუალებას სახელოზე შეხებით იძლევა.

ამისათვის ქურთუკის სახელოში მცირე ზომის სენსორული უბანია ჩაქსოვილი, რომელიც Jacquard-ის „ჭკვიანი“ ქსოვილისგან არის შეკერილი. იგი დენგამტარი ძაფებისგან არის დამზადებული,  რომელიც ჯინსის ფუძეშია ჩაქსოვილი. გადამწოდები სიგნალს მიკროსქემას აწვდიან, რომელიც სახელოზე მაჯასთან არის მიმაგრებული და თავის მხრივ სიგნალს სმარტფონს გადასცემს.

 სენსორული სახელო რამდენიმე სახის შეხებას გრძნობს:  თითების ზემოთ და ქვემოთ მოძრაობა, ასევე ორმაგი დაკაკუნება. თუმცა „ჭკვიანი“ ტანსაცმლის  გადაწყობა დამოუკიდებლადაც შეიძლება. ამისათვის სმარტფონში არსებული სპეციალური მობილური აპლიკაცია დაგეხმარებათ.

 27 სექტემბერს „ჭკვიანი“ ქურთუკი აშშ-ს საცალო ვაჭრობის ქსელში გაყიდვაში გამოვა, ხოლო ოქტომბრის თვიდან კი უკვე Levi’s-ის ინტერნეტ-მაღაზიითაც გაიყიდება. იგი უბრალო ჯინსის Commuter-თან შედარებით დაახლოებით ორჯერ ძვირი ეღირება.