მნიშვნელოვანი სიახლეები
გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორები ადამიანის ორგანოების დონორებია?

გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორები ადამიანის ორგანოების დონორებია?

ამერიკელმა მეცნიერებმა ცხოველის გენომის უპრეცენდენტოდ შეცვლა მოახერხეს და იგი ადამიანისას მაქსიმალურად მიუახლოვეს, რაც მომავალში ტრანსპლანტაციისათვის ორგანოების დეფიციტს აღმოფხვრის.

ბიოტექნოლოგიური კომპანიის, eGenesis-ის მეცნიერთა ჯგუფმა შეძლო 37 ღორის დნმ-დან წარმატებით ამოეღოთ სფეციფიკური ვირუსები და ამით ღორის ორგანოების ადამიანისათვის გადანერგვის ერთ-ერთი ძირითადი წინააღმდეგობა აღმოფხვრათ.

 მეცნიერები აღიარებენ, რომ ადამიანის ორგანიზმისათვის ღორის ორგანო კვლავ უცხოდ რჩება, მაგრამ  მიღებული შედეგები მნიშვნელოვანია და შეიძლება პირველ ნაბიჯად ჩაითვალოს.

 ღორის გენეტიკურ მასალაში მეცნიერებმა 25 სხვადასხვა ენდროგენული რეტროვირუსი (PERV) აღმოაჩინეს. შემდგომი ექსპერიმენტებისას გაირკვა, რომ ამ ვირუსებს ადამიანის უჯრედების დასნებოვნების შესაძლებლობა აღმოაჩნდათ. მეცნიერებმა გენური ინჟენერიის საშუალებით ღორის დნმ-დან მათი მოცილება შეძლეს. შემდეგ კლონირების საშუალებით მიღებული გენეტიკური მასალა ღორის კვერცხუჯრედში მოათავსეს და ემბრიონები შექმნეს. ამ რთული და ნაკლებეფექტური პროცესის შედეგად მაინც მოახერხეს 37 ჯანმრთელი გოჭის მიღება.

 ღორი ქსენოტრანსპლანტაციისათვის სხვა ცხოველზე მეტად გამოდგება, ვინაიდან მისი დნმ ყველაზე ახლოსაა ადამიანთან. შინაგანო ორგანოები ზომით თითქმის ადამიანისას უტოლდება და მათი გამრავლება ადვილად ხდება.

 და მაინც რეტროვისრუსების მოშორება ეს მხოლოდ პრობლემის ნაწილია, ვინაიდან არათუ ღორის, ადამიანის ორგანოებიც კი ძნელად ეგუება უცხო ორგანიზმს. ამჟამად მეცნიერები ფიქრობენ თუ კიდევ რა გენეტიკური მოდიფიკაციების ჩატარება შეიძლება, რათა  ადამიანის ორგანიზმმა ღორის ორგანო უპრობლემოდ მიიღოს.