მნიშვნელოვანი სიახლეები
გენეტიკურად მოდიფიცირებული კიბორგი-ნემსიყლაპია (+ვიდეო)

გენეტიკურად მოდიფიცირებული კიბორგი-ნემსიყლაპია (+ვიდეო)

ჩარლზ სტარკ დრეიპერის ლაბორატორიის მკვლევარებმა ჩვეულებრივი ნემსიყლაპია ფუტუროლოგიურ კიბორგად აქციეს, რომლის მართვაც დისტანციურად შეიძლება.

DragonflEy ჩვეულებრივი ნემსიყლაპიების გენეტიკური მოდიფიკაციის გზით შეიქმნა. მწერის ზურგის ტვინში ოპტიკურბოჭკოვანის მსგავსი „მიმმართველი ნეირონების“ ნამცეცა სტრუქტურები ჩანერგეს, რომლებიც ნემსიყლაპიას თვალში სინათლის იმპულსს აგზავნის და ამ გზით მისი ფრენის მიმართულების მართვა შეიძლება. ნემსიყლაპიას ზურგზე მინიატურული „ზურგჩანთაც“ გააჩნია, რომელშიც გადამწიდები და მცირე ზომის მზის ბატარეის პანელებია მოთავსებული. იგი ელექტროენერგიით უზრუნველჰყოფს ინფორმაციის შემგროვებელ მთელ ტექნოლოგიას. თეორიაში მსგავსი ნემსიყლაპია ადამიანისათვის საფრთხის შემცველ გარემოში ინფორმაციის მოსაგროვებლად გამოდგება.

მსგავსი ტექნოლოგია გვაოცებს და იმავდროულად გვაშინებს - ადვილი წარმოსადგენია რა მოხდება მსგავსი გენეტიკური მოდიფიცირება სხვა უფრო მაღლაგანვითარებულ ცხოველებზეც რომ განახორციელონ. არც მწერი-ჯაშუშებია  დიდი ოპტიმიზმის მომტანი. ამის მიუხედავად მსგავსი კიბერმოდიფიკაციები, რომელიც ნემსიყლაპიების მართვაში გვეხმარება, ერთხელაც ინვალიდების ასამოძრავებლად დაგვეხმარება. ჯერჯერობით მკვლევარებს შეუძლიათ ნემსიყლაპიას პირდაპირ ფრენა აიძულონ, მაგრამ ამ მხრივ დიდი პოტენციალია როგორც კარგი, ისე ცუდი მიმართულებით.